დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - პროფესიული კოლეჯის ,,მარგი”-ს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - პროფესიული კოლეჯის ,,სპექტრი”-ს რეორგანიზაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 206/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111220017, 22/12/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.016243 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (22/12/2011 - 27/12/2011)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №206/ნ
2011 წლის 19 დეკემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის ,,მარგის“ და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის ,,სპექტრის“ რეორგანიზაციის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და ,,პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის ,,მარგის“ და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის ,,სპექტრის“ რეორგანიზაცია, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის ,,მარგის“ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – პროფესიულ კოლეჯ ,,სპექტრთან” მიერთების გზით 2012 წლის 1 იანვრამდე.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის ,,მარგის“ წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 მაისის №81/ნ ბრძანება.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ბრძანების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.
4. ეს ბრძანება, გარდა მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. ამ ბრძანების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ი. ქურდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები