საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 17 მარტის №98 ბრძანებულების გაუქმებისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება

  • Word
საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 17 მარტის №98 ბრძანებულების გაუქმებისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება
დოკუმენტის ნომერი 101
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 15/03/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2002
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
101
15/03/2001
ვებგვერდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 17 მარტის №98 ბრძანებულების გაუქმებისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (07/08/2018 - 16/03/2002)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №101

2001 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 17 მარტის №98 ბრძანებულების გაუქმებისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება

1. “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კო­რუფ­ციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და მე-18 მუხ­ლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის საფუძველზე რიგი სახელმწიფო უწყების სტრუქტურაში განხორციელებული ცვლილე­ბების გათვალისწინებით დამტკიცდეს “იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრი, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრი­ვი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება და თა­ნამ­დე­ბობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინ­ფორ­მაციო ბიუროში წარდგენა”.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 17 მარტის №98 ბრძანებულება და ამ ბრძანებულებით დამტკიცებული “იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრი, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება და თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში წარდგენა”.

3. ამ ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი რეესტ­რით გათვალისწინებულ თანამდებობებზე თანამდებობის პირის დანიშვნისას (არჩევისას, დამტკიცებისას) ან თანამდებობიდან განთავი­სუ­ფლებისას (უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას, ვადამდე შე­წყვე­ტისას, გადადგომისას, გადაყენებისას) იმ სახელმწიფო (ადგი­ლობ­რივი თვითმმართველობის) დაწესებულების კადრების სამსა­ხურმა, რომელშიც საჯარო სამსახურს ახორციელებს შესაბამისი თა­ნა­მ­დე­ბობის პირი, თანამდებობის პირის დანიშვნიდან (არჩევიდან, დამტკიცებიდან) ან განთავისუფლებიდან (უფლებამოსილების ვადის ამო­წურვიდან, ვადამდე შეწყვეტიდან, გადადგომიდან, გადაყენებიდან) სამ დღეში მომხდარი საკადრო ცვლილება წერილობით აცნობოს თა­ნამ­დებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინ­ფორმაციო ბიუროს.

4. ამ ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი რეეს­ტრით გათვალისწინებული თანამდებობების სახელწოდების შეცვლის ან მათი შესატყვისი საშტატო ერთეულის გაუქმების, აგრეთვე შესა­ბამისი უწყების (დაწესებულების, ორგანოს, ორგანიზაციის) სტრუქ­ტურაში ცვლილებების ან დამატებების შეტანის შემთხვევაში იმ სახელმწიფო (ადგილობრივი თვითმმართველობის) დაწესებულების კა­დ­­რების სამსახურმა, რომელშიც შეიცვალა თანამდებობის სახელ­წოდება (გაუქმდა შესატყვისი საშტატო ერთეული) ან სტრუქტურა, ცვლილებიდან სამ დღეში აღნიშნული წერილობით აცნობოს თანამ­დებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინ­ფორმაციო ბიუროს თანამდებობის ახალი სახელწოდების (გარდა შესატყვისი საშტატო ერთეულის გაუქმების შემთხვევისა) მითითებით.

5. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2001 წლის 1 აპრილიდან.   

ე. შევარდნაძე

 

იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრი, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება და თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში წარდგენა

I. საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები

1. საქართველოს პრეზიდენტი;

2. საქართველოს პარლამენტის წევრი;

3. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი;

4. საქართველოს მინისტრი.

II. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირები

1. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე – სახელმწიფო კანცელარიის უფროსი, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.

2. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სისტემაში:

1) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე;

2) სახელმწიფო კანცელარიის უფროსის მოადგილე;

3) საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, საპარ­ლამენტო მდივნის მოადგილე;

4) საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი – მიმარ­თულების ხელმძღვანელი;

5) სახელმწიფო სამსახურის ბიუროს უფროსი, უფროსის მოადგილე;

6) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე;

7) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სამსახურის უფროსი, უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი, საქართველოს პრეზიდენტის–სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო ინსპექციის უფროსი, სამხედრო ინსპექტორი; 

8) სამსახურის უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, უფროსის მოადგილე, უფროსის მოადგილე – მთავარი ბუღალტერი;

9) ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების კომისიების გაერთიანებული აპარატის უფროსი;

10) მთავარი კონსულტანტი;

11) განყოფილების უფროსი;

12) არქივის უფროსი.

3. საქართველოს სამინისტროების სისტემაში:

1. განათლების სამინისტროს სისტემაში:

ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე;

ბ) დეპარტამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე;

გ) აღმასრულებელი სამდივნოს უფროსი, უფროსის მოადგილე;

დ) სამმართველოს უფროსი;

ე) ბიუროს უფროსი;

ვ) განყოფილების უფროსი.

2. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს     სისტემაში:

ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე;

ბ) დეპარტამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე;

გ) მთავარი სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე;

დ) ინსპექციის უფროსი;

ე) სამმართველოს უფროსი;

ვ) სამსახურის უფროსი, უფროსის მოადგილე;

ზ) ცენტრის უფროსი;

თ) ცენტრალური ბუღალტერიის მთავარი ბუღალტერი;

ი) განყოფილების უფროსი;

კ) სამდივნოს უფროსი.

3. ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სისტემაში:

ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე;

ბ) სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, უფროსის მოადგილე;

გ) დეპარტამენტის უფროსი (დირექტორი), უფროსის (დირექ­ტორის) პირველი მოადგილე, უფროსის (დირექტორის)  მოადგილე;

დ) სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე;

ე) მინისტრის აპარატის უფროსი, უფროსის მოადგილე;

ვ) სამდივნოს უფროსი;

ზ) მცირე სიმძლავრის ელექტრონული მანქანების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ელექტროტექნიკური მრეწვე­ლობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის გენერალური დირექტორი.

4. თავდაცვის სამინისტროს სისტემაში:

ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე;

ბ) შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, უფროსის მოადგილე;

გ) სამხედრო-საჰაერო, სამხედრო-საზღვაო ძალების, სახმელეთო ჯარების სარდალი, სარდლის პირველი მოადგილე, სარდლის მოად­გილე, შტაბის უფროსი;

დ) აღმოსავლეთის ოპერატიული მიმართულების, დასავლეთის ოპერატიული მიმართულების, “კოდორის ხეობა” ოპერატიული მიმარ­თულების უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, უფროსის მოადგილე, შტაბის უფროსი;

ე) ბრიგადის მეთაური;

ვ) ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის (ბიუროს) თავმჯდომარე, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის (ბიუროს) სარდალი, სარდლის პირველი მოადგილე, სარდლის მოადგილე, შტაბის უფროსი;

ზ) ეროვნული გვარდიის სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე;

თ) სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზის უფროსი;

ი) საარტილერიო პოლკის მეთაური;

კ) დეპარტამენტის თავმჯდომარე (უფროსი), თავმჯდომარის (უფ­რო­სის) პირველი მოადგილე, თავმჯდომარის (უფროსის) მოადგილე;

ლ) მთავარი სამმართველოს უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, უფროსის მოადგილე, შტაბის უფროსი;

მ) მთავარი სახაზინო, სამეურნეო, ოპერატიული, საინჟინრო სამმარ­თველოს უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, უფროსის მოადგილე;

ნ) მინისტრის აპარატის უფროსი, მინისტრის აპარატის უფროსის მოადგილე, მინისტრის კანცელარიის უფროსი;

ო) მთავარი სამხედრო ინსპექციის უფროსი, უფროსის მოადგილე;

პ) მინისტრის განსაკუთრებულ დავალებათა ჯგუფის უფროსი, უფროსის მოადგილე, მინისტრის განსაკუთრებული დავალების გენერალი;

ჟ) მინისტრის მოადგილის შტაბის უფროსი;

რ) პროტოკოლის უფროსი;

ს) გაერთიანებული სამხედრო აკადემიის უფროსი, უფროსის პირვე­ლი მოადგილე, უფროსის მოადგილე, შტაბის უფროსი;

ტ) სამინისტროს სასწავლო ცენტრის უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე;

უ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამხედრო კომისრები, რაიონის, ქალაქის, ქალაქის რაიონის სამხედრო კომისარი.

5. იუსტიციის სამინისტროს სისტემაში:

ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე;

ბ) მინისტრის კაბინეტის უფროსი;

გ) დეპარტამენტის უფროსი;

დ) სამსახურის უფროსი;

ე) სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე;

ვ) განყოფილების უფროსი;

ზ) მთავარი ბუღალტერი;

თ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე, თავმჯდო­მარის მოადგილე;

ი) სასჯელაღსრულების დაწესებულების, საპყრობილის, სამკურნალო დაწესებულების დირექტორი, პოლიკლინიკის უფროსი;

კ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე;

ლ) ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის უფროსი;

მ) საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს რედაქციის ხელმძღვანელი;

ნ) იუსტიციის სასწავლო ცენტრის უფროსი.

6. კულტურის სამინისტროს სისტემაში:

ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე;

ბ) დეპარტამენტის დირექტორი, დირექტორის მოადგილე;

გ) განყოფილების უფროსი;

დ) სამდივნოს უფროსი.

7. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სისტემაში:

ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე;

ბ) დეპარტამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე;

გ) სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე;

დ) სამსახურის უფროსი, უფროსის მოადგილე;

ე) განყოფილების უფროსი;

ვ) მთავარი რეგიონალური სამმართველოს უფროსი;

ზ) რეგიონალური სამმართველოს უფროსი.

8. საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემაში:

ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე;

ბ) მინისტრის აპარატის უფროსი;

გ) დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილე;

დ) სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე;

ე) მინისტრის სამდივნოს უფროსი, საქმეთა მმართველი;

ვ) საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თავმჯდომარის მოადგილე;

ზ) საბაჟო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი, უფროსის მო­ად­გილე;

თ) საბაჟო დეპარტამენტის სამსახურის უფროსი, უფროსის მო­ადგილე;

ი) საბაჟო დეპარტამენტის აპარატის უფროსი, უფროსის მოადგილე;

კ) საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელი საზღვარგარეთის სახელმწიფოში;

ლ) საბაჟო დეპარტამენტის აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საბაჟო სამმართველოების უფროსები;

მ) საბაჟო დეპარტამენტის თბილისის რეგიონალური საბაჟოს უფროსი;

ნ) საბაჟო დეპარტამენტის საბაჟოს უფროსი;

ო) საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თავმჯდომარის მოადგილე;

პ) საგადასახადო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე;

ჟ) საგადასახადო დეპარტამენტის აპარატის უფროსი, კანცელარიის უფროსი, მთავარი ბუღალტერი;

რ) საგადასახადო დეპარტამენტის აფხაზეთისა და აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკების საგადასახადო ინსპექციის უფროსი, უფ­როსის მოადგილე;

ს) საგადასახადო დეპარტამენტის საოლქო, ზონალური და რაი­ონული საგადასახადო ინსპექციის უფროსი;

ტ) საგადასახადო დეპარტამენტის რაიონის, ქალაქის, ქალაქის რაიო­ნის ადგილობრივი საგადასახადო ინსპექცის უფროსი;

უ) საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, უფროსის მოადგილე;

ფ) საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის აპარატის უფროსი, მთავარი ბუღალტერი, საქმეთა მმართველობის უფროსი;

ქ) საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე;

ღ) გენერალური ინსპექციის უფროსი, უფროსის მოადგილე;

ყ) გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე, მთავარი ბუღალტერი;

შ)საგანგებო ლეგიონის უფროსი, უფროსის მოადგილე;

ჩ) საგანგებო ლეგიონის სამმართველოს უფროსი, უფროსის მოად­გილე, სამსახურის უფროსი, აპარატის უფროსი, კანცელარიის უფროსი;

ც) აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროს უფროსი, უფრო­სის მოადგილე;

ძ) აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროს სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე, მთავარი ბუღალტერი, საქმეთა მმარ­თ­ველობის უფროსი;

წ) აქციზური მარკების სამსახურის უფროსი, უფროსის მოადგილე;

ჭ) აქციზური მარკების სამსახურის სამმართველოს უფროსი, უფ­როსის მოადგილე, მთავარი ბუღალტერი;

9. საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში:

ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე;

ბ) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართ­ვე­ლოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საგანგებო დავალებათა ელჩი;

გ) დეპარტამენტის დირექტორი, დირექტორის მოადგილე;

დ) სამმართველოს უფროსი (მთავარი ბუღალტერი);

ე) მინისტრის სამდივნოს უფროსი, მინისტრის თანაშემწე სპეცია­ლურ საკითხებში;

ვ) სამინისტროს გენერალური მდივანი, გენერალური მდივნის მოად­გილე;

ზ) პრესცენტრის უფროსი;

თ) ცენტრის ხელმძღვანელი;

10. სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს სისტემაში:

ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე;

ბ) დეპარტამენტის დირექტორი;

გ) სამმართველოს უფროსი;

დ) განყოფილების უფროსი;

ე) კანცელარიის უფროსი;

ვ) მთავარი ბუღალტერი;

ზ) “ენერგოგენერაციის” თავმჯდომარე.

11. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სისტემაში:

ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე;

ბ) მინისტრის აპარატის უფროსი, აპარატის უფროსის მოადგილე;

გ) ანტიტერორისტული ცენტრის უფროსი, უფროსის მოადგილე;

დ) სამსახურის უფროსი, უფროსის მოადგილე;

ე) სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე;

ვ) ბიუროს უფროსი, უფროსის მოადგილე;

ზ) ცენტრის უფროსი, უფროსის მოადგილე;

თ) განყოფილების უფროსი;

ი) იზოლატორის უფროსი;

კ) აკადემიის რექტორი, აკადემიის პრორექტორი;

ლ) სამხედრო-სამედიცინო ნაწილის უფროსი;

მ) ქ. თბილისის სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე;

ნ) რეგიონალური სამმართველოს უფროსი;

ო) რაიონული (საქალაქო) განყოფილების უფროსი.

12. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სისტემაში:

ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე;

ბ) დეპარტამენტის დირექტორი, დირექტორის მოადგილე;

გ) მინისტრის თანაშემწე, მინისტრის მრჩეველი;

დ) განყოფილების გამგე (უფროსი).

13. სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სისტემაში:

ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე;

ბ) დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილე;

გ) მთავარი სამმართველოს უფროსი;

გ) სამმართველოს უფროსი;

დ) განყოფილების უფროსი;

ე) კანცელარიის უფროსი;

ვ) ცენტრის უფროსი;

ზ) ვეტერინარიის დეპარტამენტის თავმჯდომარე.

14. ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სისტემაში:

ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე;

ბ) სახმელეთო ტრანსპორტის, სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო ად­მი­ნისტრაციის უფროსი, უფროსის მოადგილე;

გ) დეპარტამენტის თავმჯდომარე (უფროსი), თავმჯდომარის (უფ­რო­სის) მოადგილე;

დ) სამმართველოს უფროსი;

ე) მინისტრის აპარატის უფროსი, უფროსის მოადგილე;

ვ) სამსახურის უფროსი;

ზ) განყოფილების უფროსი;

თ)კანცელარიის უფროსი, მთავარი ბუღალტერი;

ი) საქმეთა მმართველი;

კ) ინსპექციის უფროსი;

ლ) პრესსამსახურის უფროსი;

მ) ფოთის საზღვაო ნავსადგურის უფროსი;

ნ) ტრასეკას ქვეყნების მთავრობათაშორის კომიტეტის ეროვნული მდივნის აპარატის უფროსი;

ო) ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სა­მ­­სახურის უფროსი;

პ) ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის დი­რექტორი;

ჟ) საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორ­პო­რაციის თავმჯდომარე.

15. ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს სისტემაში:

ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე;

ბ) დეპარტამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე;

გ) მეცნიერებისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე;

დ) ინსპექციის უფროსი, უფროსის მოადგილე;

ე) საქმეთა მმართველი, საქმეთა მმართველის მოადგილე;

ვ) სამმართველოს უფროსი;

ზ) რეგიონალური დეპარტამენტის თავმჯდომარე;

თ) “ცენტრი თბილზნიეპის” დირექტორი;

ი) “ცენტრი საქსოფლპროექტის” დირექტორი;

კ) “ცენტრი საქკომუნპროექტის” დირექტორი;

ლ) თბილსახავტოგაზპროექტის დირექტორი;

მ) “ჰაბიტატ-ჯორჯიას” დირექტორი;

ნ) თბილარქთეორიის დირექტორი;

ო) თბილწყალგეოს დირექტორი;

პ) საქმშენორგმექტექსის დირექტორი;

ჟ) საქბინპროექტის დირექტორი;

რ) საქნაპირდაცვის დირექტორი.

16. ფინანსთა სამინისტროს სისტემაში:

ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე;

ბ) დეპარტამენტის დირექტორი, დირექტორის პირველი მოადგილე, დირექტორის მოადგილე;

გ) სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის მოადგილე

დ) სამმართველოს უფროსი;

ე) განყოფილების უფროსი;

ვ) მინისტრის აპარატის უფროსი;

ზ) სამინისტროს აპარატის უფროსი,

თ) სამინისტროს კანცელარიის უფროსი;

ი) მთავარი ბუღალტერი, მთავარი ბუღალტრის მოადგილე;

17. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში:

ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე;

ბ) დეპარტამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე;

გ) მთავარი სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე,

დ) სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე;

ე) სამინისტროს შტაბის უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, უფროსის მოადგილე, პრესცენტრის უფროსი;

ვ) გენერალური ინსპექციის უფროსი, უფროსის მოადგილე;

ზ) პოლიციის სპეცდანიშნულების სამსახურის უფროსი, უფროსის მოადგილე;

თ) შინაგანი ჯარების სარდალი, სარდლის მოადგილე, შტაბის უფროსი;

ი) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულუფლებიანი წარმომადგენელი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ჩადენილ ორგანიზებულ და სხვა სახის დანაშაულთან ბრძოლის საკოორდინაციო ბიუროში;

კ) ეროვნული ცენტრალური ბიუროს (ეროვნული ბიუროს) უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, უფროსის მოადგილე;

ლ) სამინისტროს საქმეთა მმართველობის უფროსი, უფროსის მოადგილე;

მ) მინისტრის ოპერატიული სამორიგეო სამსახურის უფროსი, უფ­როსის მოადგილე;

ნ) სამინისტროს აკადემიის რექტორი, აკადემიის პრორექტორი;

ო) სამინისტროს ფიზკულტურულ-სპორტული კლუბის “დინამოს” თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე;

პ) დაცვის პოლიციის ლეგიონის მეთაური, მეთაურის მოადგილე;

ჟ) პოლიკლინიკის (ჰოსპიტალის) უფროსი, უფროსის მოადგილე;

რ) სამხარეო, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი;

ს) ქ. თბილისის კრიმინალური, ადმინისტრაციული პოლიციის, საგა­მოძიებო, სისხლის სამართლის სამძებრო, ნარკომანიისა და ნარკო­ბიზნესის წინააღმდეგ მებრძოლი, მეტროპოლიტენის დაცვის, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის, საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის, საექსპერტო–კრიმინალისტიკური, კადრები­სა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე;

ტ) რაიონის, ქალაქის (ქალაქის რაიონის) სამმართველოს (გან­ყოფილების) უფროსი.

18. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში:

ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე;

ბ) დეპარტამენტის უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, უფროსის მოადგილე;

გ) ბიუროს უფროსი, უფროსის მოადგილე;

დ) სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე;

ე) განყოფილების უფროსი.

ვ) მთავარი ბუღალტერი, მთავარი ბუღალტრის მოადგილე;

ზ) რეგიონალური დეპარტამენტის (სამმართველო) უფროსი;

თ) საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელ­მწიფო ფონდის ხელმძღვანელი;

ი) საქართველოს დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხელ­მძღვანელი;

კ) ფარმაკოპეის კომიტეტის ხელმძღვანელი;

ლ) აუდიოლოგიისა და სმენის რეაბილიტაციის ცენტრის ხელ­მ­ძღვანელი;

მ) ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი;

ნ) შრომისა და წარმოების ორგანიზაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი;

ო) ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის ცენტრის ხელმძღვანელი;

პ) ფარმაკოლოგიის კომიტეტის ხელმძღვანელი;

ჟ) მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის ხელმძღვანელი;

რ) ადამიანის განვითარების პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი;

ს) სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის ხელმძღვანელი;

ტ) საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის ხელმძღვანელი.

4. საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის აპარატის სისტემაში:

ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე;

ბ) მინისტრის სამდივნოს უფროსი;

გ) განყოფილების უფროსი;

დ) მთავარი ბუღალტერი.

5. საქართველოს სახელმწიფო დეპარტამენტების სისტემაში:

სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირვე­ლი მოადგილე, თავმჯდომარის მოადგილე;

6. საქართველოს სახელმწიფო ინსპექციების სისტემაში:

სახელმწიფო ინსპექციის უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, უფროსის მოადგილე.

7. საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი.

8. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე.

III. საქართველოს სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირები

1. საკონსტიტუციო სასამართლოების სისტემაში:

1) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი;

2) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართ­ლოს წევრი.

2. საერთო სასამართლოების სისტემაში:

1) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და უზე­ნაესი სასამართლოს მოსამართლე;

2) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლე­სი სასამართლოს თავმჯდომარე და უმაღლესი სასამართლოს მოსა­მართლე;

3) თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლე;

4) რაიონის (რაიონული) სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლე;

5) საქალაქო (ქალაქის) სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლე;

6) ქალაქის რაიონის (რაიონული) სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლე.

3. საქართველოს პროკურატურის სისტემაში:

1) საქართველოს გენერალური პროკურორი, გენერალური პრო­კურორის პირველი მოადგილე, გენერალური პროკურორის მოად­გილე;

2) გენერალური პროკურატურის სამმართველოს უფროსი;

3) გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი, უფროსის მოადგილე;

4) გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსი;

5) სასწავლო ცენტრის უფროსი;

6) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პრო­კურორი, პროკურორის მოადგილე;

7) ქ. თბილისის პროკურორი, პროკურორის მოადგილე;

8) საოლქო, რაიონის, ქალაქის, ქალაქის რაიონის პროკურორი;

9) საქართველოს ტრანსპორტის პროკურორი, პროკურორის მოადგილე, რეგიონალური ტრანსპორტის პროკურორი;

10) საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურორი, პროკურორის მოადგილე, რეგიონალური სამხედრო პროკურორი;

11) სასჯელთა აღსრულებისას კანონების დაცვის ზედამხედველობის პროკურორი.

IV. საქართველოს სხვა უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების თანამდებობის პირები

1. საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოები:

ა) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი;

ბ) საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს წევრი;

გ) საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი;

დ) საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექ­ტორთა საბჭოს წევრი.

2. საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში:

1) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, თავმ­ჯდომარის პირველი მოადგილე, თავმჯდომარის მოადგილე;

2) კონტროლის პალატის პრეზიდიუმის წევრი;

3) დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილე;

4) აპარატის უფროსი, უფროსის მოადგილე

5) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონტრო­ლის პალატის თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თა­ვმჯდომარის მოადგილე;

6) რეგიონალური ბიუროს უფროსი, უფროსის მოადგილე.

3. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საბჭოს წევრი.

4. საქართველოს სახალხო დამცველი.

5. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი.

6. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე და წევრი.

V. საჯარო სამართლის იურიდიული პირები

საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანე­ბუ­ლების საფუძველზე შექმნილი შემდეგი საჯარო სამართლის იუ­რი­დიული პირის ხელმძღვანელი:

1. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქ­მიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისია;

2. ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია;

3. საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის საქა­რთველოს ცენტრი;

4. სახელმწიფო სამსახურის მართვისა და მოსამსახურეთა მომ­ზა­დების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრი;

5. საქართველოს ბავშვთა ფედერაცია;

6. დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო-სამედიცინო აკა­დემია;

7. თანამგზავრული ტექნოლოგიების გამოყენების ცენტრი;

8. ეკონომიკური რეფორმის საინფორმაციო ცენტრი;

9. საქართველოს სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანია;

10. საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭო;

11. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი “საქ­პა­ტენ­ტი”;

12. ავტომოტოტრანსპორტით დაზარალებულთა ფონდი;

13. საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდი;

14. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი;

15. პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯ­მენ­ტის ცენტრი;

16. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი;

17. მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი;

18. საქართველოს განათლების პროექტის საკოორდინაციო ცენტრი.

VI. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის თანამდებობის პირები

1. რაიონის (ქ. ზუგდიდის) საკრებულოს თავმჯდომარე და მდივანი.

2. რაიონის (ქ. ზუგდიდის) გამგებელი, გამგებლის პირველი მოადგილე.

3. ქალაქის (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, სოხუმი, ფოთი, ქუთაისი, ცხინვალი) საკრებულოს თავმჯდომარე და მდივანი.

4. ქალაქის (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, სოხუმი, ფოთი, ქუთაისი, ცხინვალი) მერი, მერის პირველი მოადგილე (პირველი ვიცემერი).

5. ქ. თბილისის პრემიერი, პრემიერის მოადგილე;

6. ქ. თბილისი რაიონის გამგებელი, გამგებლის მოადგილე;

7. ქალაქის რაიონის გამგებელი, გამგებლის პირველი მოადგილე.

8. გუდაუთაში, ტყვარჩელში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს რწმუნებული, რწმუნებულის პირველი მოად­გილე.

9. ქ. გაგრის მერი, მერის პირველი მოადგილე.

VII. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები და მოხელეები

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმ­ჯდომარე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავ­მ­ჯდომარე, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე.

4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თავმჯდომარის მოადგილე.

5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ინსპექციის უფროსი, უფროსის მოადგილე.

VIII. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები და მოხელეები

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯ­დომარე, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმ­ჯდომარე, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

3.  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი, მინისტრის პირ­ვე­­ლი მოადგილე, მინისტრის მოადგილე.

4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო დეპარ­ტა­მენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თავმ­ჯდომარის მოადგილე.