საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შექმნის შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 829
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 19/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111220002, 20/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 040230000.08.002.016387
  • Word
829
19/12/2011
ვებგვერდი, 111220002, 20/12/2011
040230000.08.002.016387
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 829

 2011 წლის 19 დეკემბერი

 ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შექმნის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად:

 1. 2012 წლის 1 იანვრამდე რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი - თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს რეორგანიზაციის (შერწყმის) საფუძველზე შეიქმნას დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, რომელიც ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფლებამონაცვლედ.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო განისაზღვროს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებაზე უფლებამოსილ ორგანოდ.

4. საქართველოს მთავრობამ 2012 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულების დამტკიცება და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შექმნის და მისთვის სახელმწიფო ქონების გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 5 ივნისის №223 ბრძანებულება და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 26 თებერვლის №143 ბრძანებულება.

6. ეს ბრძანებულება, გარდა მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

7. ამ ბრძანებულების მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტები ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

მ. სააკაშვილი