სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტო ბრძანება - სს ”საქაგრობიომრეწვი”-ს (ს/კ 226517445) საწესდებო კაპიტალში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ

  • Word
სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტო ბრძანება - სს ”საქაგრობიომრეწვი”-ს (ს/კ 226517445) საწესდებო კაპიტალში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-3/1217
დოკუმენტის მიმღები სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტო
მიღების თარიღი 19/12/2011
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111220001, 20/12/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
1-3/1217
19/12/2011
ვებგვერდი, 111220001, 20/12/2011
სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტო ბრძანება - სს ”საქაგრობიომრეწვი”-ს (ს/კ 226517445) საწესდებო კაპიტალში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ
სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტო
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს

თავმჯდომარის ბრძანება №1-3/1217

2011 წლის 19 დეკემბერი

სს „საქაგრობიომრეწვის“ (ს/კ 226517445) საწესდებო კაპიტალში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ

მეწარმეთა შესახებ” და სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის №1-1/1563 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს” დებულების, „სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის №1-1/1732 ბრძანების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 19 დეკემბრის №05/30009, სს საქაგრობიომრეწვის 2011 წლის 19 დეკემბრის №21 წერილების და შპს დამოუკიდებელ შემფასებელთა და აუდიტორთა კომპანია აუდიტესკორტის 2011 წლის 19 დეკემბრის №11/12-1901 აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. შეიცვალოს სს საქაგრობიომრეწვის კაპიტალი და შპს დამოუკიდებელ შემფასებელთა და აუდიტორთა კომპანია აუდიტესკორტის 2011 წლის 19 დეკემბრის №11/12-1901 აუდიტორული დასკვნის თანახმად, ნაცვლად 2 759 400 (ორი მილიონ შვიდას ორმოცდაცხრამეტი ათას ოთხასი) ლარისა, განისაზღვროს 11 037 600 (თერთმეტი მილიონ ოცდაჩვიდმეტი ათას ექვსასი) ლარით.

2. ფასიანი ქაღალდების ამჟამინდელი მთლიანი რაოდენობა (2 759 400 (ორი მილიონ შვიდას ორმოცდაცხრამეტი ათას ოთხასი) ცალი ფასიანი ქაღალდი) დარჩეს უცვლელი.

3. შეიცვალოს 1 ცალი ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულება და ნაცვლად 1 (ერთი) ლარისა განისაზღვროს 4 (ოთხი) ლარით.

4. პროცენტული წილობრივი მონაცემები დარჩეს უცვლელი და, შესაბამისად, ფასიანი ქაღალდების რაოდენობა გადანაწილდეს შემდეგნაირად:

93,991882% 2 593 612 (ორი მილიონ ხუთას ოთხმოცდაცამეტი ათას ექვსას თორმეტი) ცალი ფასიანი ქაალდი სახელმწიფოს საკუთრება;

6,008118% 165 788 (ას სამოცდახუთი ათას შვიდას ოთხმოცდარვა) ცალი ფასიანი ქაღალდი 319 (სამას ცხრამეტი) ფიზიკური პირის საკუთრება.

5. დაევალოს საზოგადოების დირექტორს (ვ. ნებიერიძე):

ა) უზრუნველყოს აღნიშნული ცვლილების დარეგისტრირება ფასიანი ქაღალდების რეესტრში ერთი კვირის ვადაში და შესაბამისი დოკუმენტაციის სააგენტოში წარმოდგენა;

ბ) საზოგადოების ფინანსურ დოკუმენტაციაში შესაბამისი ცვლილების შეტანა;

გ) აღნიშნული ცვლილების თაობაზე, კანონის შესაბამისად, აცნობოს საზოგადოების აქციონერებს;

დ) კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოს აღნიშნული ცვლილების შესაბამის ბეჭდვით ორგანოებში გამოქვეყნება.

6. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს დარგობრივი ეკონომიკის სამმართველოს.

სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის

შემსრულებელი                                                  ლ. ედილაშვილი