განჩინება შპს ,,მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე

  • Word
განჩინება შპს ,,მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2/11595-10
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 12/12/2011
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111216021, 19/12/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/11595-10
12/12/2011
ვებგვერდი, 111216021, 19/12/2011
განჩინება შპს ,,მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2011 წლი 12 დეკემბერი                 

.  თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებელი: მოვალეშპს ,,მოდერნ კონსტრაქშენ კომპანი’’

საიდენტიფიკაციო კოდი – 205203849

წარმომადგენელი: ლევან თარგამაძე (დირექტორი);

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა;

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მოვალე შპს ,,მოდერნ კონსტრაქშენ კომპანი კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2010 წლის 8 ნოემბერს განცხადებით მიმართა შპს ,,მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის დირექტორმა ლევან თარგამაძემ და ითხოვა აღნიშნული საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა. 2010 წლის 3 დეკემბრის განჩინებით მიღებული იქნა წარმოებაში, გაკოტრების მმართველად დანიშნულ იქნა ალექსანდრე ქოროღლიშვილი.

2011 წლის 6 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მმართა შპს ,,მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის’’ გაკოტრების მმართველმა ალექსანდრე ქოროღლიშვილმა და მოითხოვა გათავისუფლებულიყო დაკისრებული მოვალეობის შესრულებისაგან და დანიშნულიყო სხვა გაკოტრების მმართველი.

სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ განცხადებას, მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო :

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კრედიტორთა კრება ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც გაკოტრების მმართველის ალექსანდრე ქოროღლიშვილის განცხადება გაკოტრების მმართველის მოვალეობის შესრულებისაგან გათავისუფლებისა და სხვა გაკოტრების მმართველის დანიშვნის თაობაზეა, სასამართლოს საფუძვლიანად მიაჩნია დანიშნოს კრედიტორთა კრება.

კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნეს საკითხი: გაკოტრების მმართველის ალექსანდრე ქოროღლიშვილის დაკისრებული მოვალეობის შესრულებისაგან გათავისუფლებისა და შპს ,,მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის’’ გაკოტრების მმართველის დანიშვნა.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

:

1. კრედიტორთა კრება დაინიშნოს 2011 წლის 29 დეკემბერს 14:15 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე . თბილისში, ავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №29). სხდომის დარბაზი #29

2. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში .

მოსამართლე         თ.ჭუნიაშვილი