,,თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი – თბილისის მარშრუტზე M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესის, სანებართვო მოწმობისა და უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) შევსებისა და მათი ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 14 ნოემბრის №120 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
,,თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი – თბილისის მარშრუტზე M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესის, სანებართვო მოწმობისა და უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) შევსებისა და მათი ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 14 ნოემბრის №120 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 126
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
მიღების თარიღი 15/12/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111216018, 20/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 310150000.35.160.016109
  • Word
126
15/12/2011
ვებგვერდი, 111216018, 20/12/2011
310150000.35.160.016109
,,თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი – თბილისის მარშრუტზე M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესის, სანებართვო მოწმობისა და უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) შევსებისა და მათი ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 14 ნოემბრის №120 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
,,თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი – თბილისის მარშრუტზე M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესის, სანებართვო მოწმობისა და უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) შევსებისა და მათი ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 14 ნოემბრის №120 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს

დადგენილება 126

2011 წლის 15 დეკემბერი

. რუსთავი

,,თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესის, სანებართვო მოწმობისა და უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) შევსებისა და მათი ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 14 ნოემბრის120 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

„თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესის, სანებართვო მოწმობისა და უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) შევსებისა და მათი ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 14 ნოემბრის 120 დადგენილებაში (სსმ, 21.11.2011) განხორციელდეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების პირველი მუხლის ,,გ.ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„გ.ბ) სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი №3.2);“

2. დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ 1-ში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

 „მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესის მიზნებისთვის წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა)     „ავტოსატრანსპორტო საშუალება“ – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გამოიყენება გზაზე მგზავრთა გადასაყვანად;

ბ)     „ავტობუსი“ – მგზავრთა გადასაყვანი და მათი ბარგის გადასატანად განკუთვნილი M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რვაზე მეტი დასაჯდომი ადგილით (მძღოლის ადგილის გარდა) და რომელიც გადაადგილდება თვითმმართველ ქალაქ რუსთავში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს მიერ დადგენილი საავტობუსო მარშრუტის შესაბამისად;

გ) „M2 კატეგორია“ – გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის შიდასატრანსპორტო კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ“ შემაჯამებელი რეზოლუციის შესაბამისად დადგენილ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (ავტობუსის) კატეგორია, რომლის სრული (ნებადართული მაქსიმალური) მასა 5 ტონამდეა;

დ) „ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა“ – მგზავრთა გადაყვანა თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში, აგრეთვე მგზავრთა გადაყვანა რუსთავი – თბილისის მარშრუტზე M2 კატეგორიის ავტობუსებისთვის თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს მიერ დადგენილი მარშრუტების შესაბამისად;

ე) „გადამზიდველი“ – ფიზიკური ან იურიდიული პირი, ასევე ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ახორციელებს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას;

ვ)     „კონკურსში გამარჯვებული“ – კონკურსში მონაწილე ნებართვის მაძიებელი, რომელიც საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცხადდა გამარჯვებულად;

ზ) „ლოტი“ – თვითმმართველ ქალაქ რუსთავში და რუსთავი–თბილისის მარშრუტზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა M2 კატეგორიის ავტობუსებით;

თ) „მძღოლი“ – პირი, რომელიც მართავს ავტობუსს საავტომობილო გზაზე დადგენილი წესით;

ი)     „მარშრუტი“ – დანიშნულების პუნქტებს შორის ავტობუსების მიმოსვლისთვის წინასწარ დადგენილი გზასავალი;

კ) „,ნებართვა“ _ თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით კონკურსში გამარჯვებული გადამზიდველისათვის განსაზღვრული ვადით, M2 კატეგორიის ავტობუსებით, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განსახორციელებლად მინიჭებული უფლება სანებართვო წესით დადგენილი პირობების დაცვით;

ლ)   „ნებართვის გამცემი“ – თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერია, უფლებამოსილი თანამდებობის პირის მეშვეობით;

მ) „ნებართვის მაძიებელი“ – ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ასევე ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც განცხადებით მიმართავს ნებართვის გამცემს ნებართვის მისაღებად;

ნ) „ნებართვის მფლობელი“ – პირი, რომელსაც დადგენილი წესით მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ნებართვით განსაზღვრული ქმედება;

ო) „ნებართვის გაცემის ფასი“ – თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს მიერ დადგენილი ფასი M2 კატეგორიის ავტობუსებზე, თვეზე გაანგარიშებით;

პ)     „სანებართვო მოწმობა“ – სანებართვო უფლების დამადასტურებელი საბუთი;

ჟ) „სანებართვო პირობები“ – კანონით ან კანონის საფუძველზე, სანებართვო წესით დადგენილი მოთხოვნების და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად და ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას;

რ) „უწყებრივი სანებართვო რეესტრი“ – მონაცემთა სისტემური ერთობლიობა ნებართვის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის და მისი გაუქმების თაობაზე;

ს) „ფორსმაჟორი“ – მოვლენა, რომელიც ცდება მხარეთა გონივრულ კონტროლს, შეუძლებელია მისი თავიდან აცილება და რომელიც აფერხებს ან შეუძლებელს ხდის მხარის მიერ ვალდებულების შესრულებას და არ არის გამოწვეული მხარის დაუდევარი მოქმედებით;

ტ) „ხელშეკრულება“ – დოკუმენტი, რომელიც ფორმდება თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის საკრებულოსა და კონკურსში გამარჯვებულს შორის და რომლითაც ზუსტდება მხარეთა უფლება–მოვალეობები.“;

ბ) ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი;

გ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბ) საკუთრებაში, სარგებლობაში ან გადამზიდველთან ურთიერთთანამშრომლობის შესახებ გაფორმებული პირობითი გარიგების ხელშეკრულების საფუძველზე არსებული ავტობუსების რაოდენობა.“;

დ) მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ.ა) მგზავრთა გადაყვანის განსახორციელებლად აუცილებელი ავტობუსების კატეგორია, მარკა, მოდელი, რაოდენობა, თითოეული ავტობუსის გამოშვების წელი;“;

ე) მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ.ბ) ნებართვის მაძიებელს საკუთრებაში, სარგებლობაში ან გადამზიდველთან ურთიერთთანამშრომლობის შესახებ გაფორმებული პირობითი გარიგების ხელშეკრულების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები;“;

ვ) მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ.დ) მომსახურების მენეჯმენტის სისტემის ორგანიზაციულ-ტექნიკური სტრუქტურის დახასიათება;“;

ზ) მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „თ) ყველა სხვა დოკუმენტი, რომელიც წინამდებარე წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით იქნება დადგენილი.“

თ) ამოღებულ იქნეს მე-10 მუხლის მე-9 პუნქტი;

ი) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.     ნებართვის მაძიებელი ვალდებულია ამ წესის მე-10 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისიის მიერ მითითებულ ვადაში წარადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტი ან მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია, ასევე მოახდინოს წარდგენილ განცხადებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომების გასწორება.“;

კ) მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ნებართვის მაძიებლის მიერ ამ წესის მე-10 მუხლის მე-3, მე-9 და მე-10 პუნქტებით, ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა;“;

ლ)     მე-12 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერია ღებულობს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების თაობაზე, რის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და ინტერნეტით. განმეორებითი კონკურსი ჩატარდება იმავე წესით, არა უგვიანეს ექვსი თვის ვადაში.“;

მ) მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) წინამდებარე წესის მე-12 მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში.“;

ნ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დ) ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში საკუთრებაში, სარგებლობაში ან გადამზიდველთან ურთიერთთანამშრომლობის შესახებ პირობითი გარიგების ხელშეკრულების საფუძველზე ჰქონდეს საკონკურსო განცხადებით დადგენილი ავტობუსების რაოდენობა, რომელიც ვარგისი უნდა იყოს მგზავრთა გადაყვანისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად;

 ე) დაკისრებული ვალდებულების სრულყოფილად შესრულების მიზნით, ნებართვის მფლობელს უფლება აქვს გააფორმოს სათანადო ხელშეკრულებები გადამზიდავებთან (გადამხდელ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებთან), რომლებიც დამოუკიდებლად აწარმოებენ ანგარიშსწორებას როგორც ნებართვის მფლობელთან, ასევე ბიუჯეტის სასარგებლოდ.“;

ო)      ამოღებულ იქნეს მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტები;

პ) მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნებართვის გაცემის ფასი არ შეიძლება გაიზარდოს ნებართვის ამოქმედებიდან ექვსი თვის განმავლობაში.“.

3. დადგენილების პირველი მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ 2-ში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

 1. მე-5 პუნქტში გასწორდეს ტექნიკური ხარვეზი და ტექსტის მე-2 აბზაციდან ამოღებულ იქნეს: ,,Yპ – არის”.

2. მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11.   თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ გადამზიდავს, რომელსაც გააჩნია თავისი სატრანსპორტო საშუალებებისათვის ტექნიკური მომსახურების ბაზა.“.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე            . გურგენიძე