საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 477
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111216012, 16/12/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 30/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016637
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
477
14/12/2011
ვებგვერდი, 111216012, 16/12/2011
040030000.10.003.016637
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (16/12/2011 - 29/07/2013)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 477

2011 წლის 14 დეკემბერი

. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ

მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2012 წლის 1 იანვრამდე რეორგანიზებულ იქნეს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტად.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლედ.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეგისტრაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებლად განისაზღვროს სახელმწიფო, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                       ნ. გილაური