დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 476 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111216011, 16/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.016636 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №476
2011 წლის 14 დეკემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად:
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2012 წლის 1 იანვრამდე რეორგანიზებულ იქნეს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტად.
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლედ.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეგისტრაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის დამფუძნებლად განისაზღვროს სახელმწიფო, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისათვის ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები