დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 615 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 16/12/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111216006, 20/12/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.016282 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №615
2011 წლის 16 დეკემბერი
ქ. თბილისი
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხ. 2552) დამტკიცებული წესის:
1. მე-40 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გაუქმების საფუძვლების არსებობისას, საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე დაუყოვნებლივ გამოსცემს შეტყობინებას საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გაუქმების შესახებ და უგზავნის მას შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, მაგრამ თუ აღნიშნული შეტყობინების გამოცემა შეუძლებელია დაუყოვნებლივ, შეტყობინების გამოცემის ვადა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილ ვადას.”.
2. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 45. ქონებაზე ყადაღის მოხსნა
1. ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გარდა ამავე ნაწილის „ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე დაუყოვნებლივ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის გაუქმების თაობაზე და უგზავნის მას შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, მაგრამ თუ აღნიშნული აქტის გამოცემა შეუძლებელია დაუყოვნებლივ, აქტის გამოცემის ვადა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილ ვადას.“.
3. დანართი № 27-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 551 და 552 მ უხლ ები :
„მუხლი 551. დავალიანების დაფარვის წესი
1. ქონების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით პირველ რიგში დაიფარება:
ა) აღსრულების საფასური და აღსრულების ხარჯი – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების რეალიზაციის შემთხვევაში;
ბ) ქონების ამოღებასთან და შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებით – აგრეთვე მის რეალიზაციასთან დაკავშირებული თანხები;
გ) გადასახადის თანხები;
დ) ჯარიმისა და საურავის თანხები.
2. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების, ხოლო საგადასახადო ორგანოს მიერ მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები, გარდა აღსრულების საფასურის და აღსრულების ხარჯისა, ირიცხება შემოსავლების სამსახურის სადეპოზიტო ქვეანგარიშზე, საიდანაც ხდება მათი ჩარიცხვა ბიუჯეტის შემოსულობათა შესაბამის სახაზინო კოდებზე გადასახადის გადამხდელის დავალიანების დაფარვის მიზნით.
3. ქონების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით პირველ რიგში დაფარული თანხების შემდეგ დარჩენილი სახსრები 5 სამუშაო დღის ვადაში უბრუნდება გადასახადის გადამხდელს.
მუხლი 552. ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა და ნატურით გადაცემა
1. საგადასახადო ორგანო ქონების პირდაპირ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ აცნობებს სახელმწიფო ქონების განკარგვისათვის უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს.
2. სახელმწიფო ქონების განკარგვისათვის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოსათვის ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ წერილობითი ინფორმაციის გაგზავნას და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს საგადასახადო ორგანო.
3. ქონების პირდაპირ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემდგომ საგადასახადო ორგანო ახორციელებს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების ამ წესის 551 მუხლით განსაზღვრული რიგითობით ჩამოწერას ქონების საბაზრო ღირებულების ოდენობით, შესაბამისი გადაწყვეტილების თარიღით ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
4. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების ნატურით სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში ქონების ღირებულება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პირველი ან პირველი განმეორებითი (იმის მიხედვით, თუ რომელი აუქციონის შემდეგ განხორციელდა ქონების ნატურით გადაცემა) აუქციონისათვის დადგენილი საწყისი ფასით და საგადასახადო ორგანო ახორციელებს გადასახადის გადამხდელის დავალიანების ამ წესის 551 მუხლით განსაზღვრული რიგითობით ჩამოწერას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პირველი ან პირველი განმეორებითი (იმის მიხედვით, თუ რომელი აუქციონის შემდეგ განხორციელდა ქონების ნატურით გადაცემა) აუქციონისათვის დადგენილი საწყისი ფასით ქონების ნატურით სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების თარიღით.“.
4. XV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
თავი XV
საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადება.“.
5. 61-ე–64-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 61. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების პროცედურა
1. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო დავალიანების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებების, მათ შორის თავდებობის ხელშეკრულების გაფორმების და, აღნიშნულის საფუძველზე, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების არა უმეტეს ერთი წლით გადავადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზანშეწონილობას განსაზღვრავს საგადასახადო ორგანოს უფროსი.
2. პირი საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების მიზნით წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) პირის დასახელებას/სახელს და გვარს, საიდენტიფიკაციო/პირად ნომერს;
ბ) საგადასახადო დავალიანების თანხის ოდენობას;
გ) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების პერიოდს.
3. განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) საგადასახდო დავალიანების გადახდის პირობითი გრაფიკი დასარიცხი საურავის თანხის ჩათვლით მის სრულ გადახდამდე;
ბ) საბანკო გარანტია ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ გაცემული დაზღვევის პოლისი ან ინფორმაცია თავდები პირის შესახებ და თავდები პირის თანხმობა თავდებობაზე.
4. ინფორმაცია თავდები პირის შესახებ უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს და მას უნდა ერთოდეს ამონაწერი საჯარო რეესტირდან. 5. თავდების ქონება უნდა იყოს უფლებრივად უნაკლო და მისი საბაზრო ღირებულება ტოლი ან მეტი გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანებისა.
6. თავდებობის ხელშეკრულების ტიპიური ფორმა განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 62. გადაწყვეტილება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ
1. საგადასახადო ორგანო განიხილავს პირის მიერ საგადასახადო დავალიანების გადავადების მიზნით წარდგენილ განცხადებას, განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტაციას და ადგენს მის შესაბამისობას ამ თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.
2. თუ განცხადება პასუხობს დადგენილ მოთხოვნებს, საგადასახადო ორგანოს უფროსი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საგადასახადო დავალიანების გადავადების შესახებ, რომელიც ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. საგადასახადო ორგანოს უფროსის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ, ეგზავნება გადასახადის გადამხდელს.
მუხლი 63. ხელშეკრულება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ
1. საგადასახადო დავალიანების გადავადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც აისახება საგადასახადო დავალიანების გადახდის პირობები, ვადები და გადახდის გრაფიკი, აგრეთვე საგადასახადო დავალიანების გადავადებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
2. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულების ტიპური ფორმა განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 64. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება
1. გადაწყვეტილება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ უქმდება, თუ:
ა) პირმა დაარღვია საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულებით ან/და მისი დანართით (გრაფიკით) გათვალისწინებული პირობები;
ბ) პირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე სრულად გადაიხდის საგადასახადო დავალიანების თანხებს და შესაბამის საურავს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობა არის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ხელშეკრულების გაუქმება წარმოადგენს საგადასახადო ორგანოს მიერ საგარანტიო/დაზღვევის თანხის მოთხოვნის საფუძველს, ხოლო თავდებობის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში, თავდების მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების დაწყების საფუძველს.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გარანტიის/დაზღვევის პოლისის ვადის ამოწურვამდე, გარანტორს/მზღვეველს, ხოლო თავდებობის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში თავდებს მოსთხოვოს არა უგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში საგარანტიო/სადაზღვევო/თავდებობის თანხის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე განთავსება. გარანტორი/მზღვეველი/თავდები უპირობოდ ასრულებს საგადასახადო ორგანოს მოთხოვნას.”.
6. დანართი № 29 ამოღებულ იქნ ე ს.
7. 65-ე მუხლი ამოღებულ იქნ ე ს.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. გვინდაძე
დოკუმენტის კომენტარები