დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 იანვრის №40 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 45 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 10/02/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 12, 13/02/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/05/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №45
2001 წლის 10 თებერვალი
ქ.თბილისი
„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 იანვრის №40 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 იანვრის №40 ბრძანებულების მე-2 პუნქტის პირველ აბზაცში და ციფრი „9” შეიცვალოს ციფრით „10”.
2. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 იანვრის №40 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების დებულებაში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს „ე” ქვეპუნქტი:
„ე) მედიცინის დარგში - ახალი მეთოდების შექმნისა და პრაქტიკულ მედიცინაში გამოყენებისათვის, აგრეთვე მედიცინის მეცნიერებათა სფეროში შესრულებული მაღალი დონის ნაშრომებისათვის ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომლებმაც ფართო აღიარება მოიპოვეს”.
ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს „ე” ქვეპუნქტი:
„ე) ერთი პრემია მედიცინის დარგში.”
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ.ნოღაიდელი), მედიცინის დარგში სახელმწიფო პრემიის დაწესებასთან დაკავშირებით, საქართველოს შესაბამისი წლის ცენტრალური ბიუჯეტის პროექტის ფორმირების პროცესში გაითვალისწინოს სათანადო ასიგნებათა გამოყოფა.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები