სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დასაფუძნებლად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დასაფუძნებლად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 817
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 14/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111215005, 15/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 340170000.08.002.016383
  • Word
817
14/12/2011
ვებგვერდი, 111215005, 15/12/2011
340170000.08.002.016383
სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დასაფუძნებლად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 817

 2011 წლის 14 დეკემბერი

 ქ. თბილისი

სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დასაფუძნებლად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით:

1. დაევალოს საქართველოს მთავრობას სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.

2. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების მომენტიდან წესდებით გათვალისწინებული დამფუძნებლის უფლებამოსილებები მიენიჭოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი