„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 102/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 14/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111215004, 16/12/2011
ძალაში შესვლის თარიღი 25/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016045
  • Word
102/04
14/12/2011
ვებგვერდი, 111215004, 16/12/2011
220090000.18.011.016045
„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №102/04

2011 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის 24/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებით (სსმ ვებპორტალი, 110408016, 12.04.2011) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ) რეზიდენტი – რეზიდენტი ფიზიკური პირი (საქართველოს მოქალაქე) და რეზიდენტი იურიდიული პირი (საქართველოს საწარმო ან საქართველოს ორგანიზაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად);

დ) არარეზიდენტი – იურიდიული პირი /ფილიალი/ წარმომადგენლობა/ მუდმივი დაწესებულება, ორგანიზაცია რომელიც არ არის რეზიდენტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად და ფიზიკური პირი, რომლის არარეზიდენტობის საკითხს ბანკი ადგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული მოქალაქეობის მიხედვით;“.

ბ) „ო“ ქეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) დეპოზიტი (ანაბარი) – ვადიანი დეპოზიტი (ანაბარი) და მოთხოვნამდე დეპოზიტი (ანაბარი).

ო.ა) ვადიანი დეპოზიტი (ანაბარი) – სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიშზე წინასწარ განსაზღვრული ვადით განთავსებული ფულადი სახსრები, რომლებსაც ბანკი არიცხავს პროცენტს და რომელთა გატანა შესაძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში;

ო.ბ) მოთხოვნამდე დეპოზიტი (ანაბარი) – სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრები, რომლებსაც ბანკი არიცხავს პროცენტს და რომელზეც თანხის შეტანა, ჩარიცხვა, გადარიცხვა და გატანა შესაძლებელია მოთხოვნისთანავე.“.

გ) „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) ნომინალური მფლობელობის ერთობლივი ანგარიში – ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი პირის ან ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიში, რომელიც გამოიყენება, კანონმდებლობის და ხელშეკრულების/სანოტარო აქტის საფუძველზე განსაზღვრული, მისი კლიენტის (კლიენტების) ან/და რეგისტრირებული მესაკუთრის (მესაკუთრეების) ნომინალურ მფლობელობაში გადაცემული ფულადი სახსრების ერთობლივად აღსარიცხავად;

უ) ნომინალური მფლობელობის სეგრეგირებული ანგარიში – ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი პირის ან ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიში, რომელიც გამოიყენება, კანონმდებლობის და ხელშეკრულების/სანოტარო აქტის საფუძველზე განსაზღვრული, მისი ერთი კლიენტის ან/და ერთი რეგისტრირებული მესაკუთრის ნომინალურ მფლობელობაში გადაცემული ფულადი სახსრების აღსარიცხავად.“.

2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პირისათვის უცხოურ ვალუტაში ანგარიშის გახსნის შემთხვევაში ამავე პირს ეხსნება მიმდინარე ანგარიში ლარში, თუკი მას არ აქვს ანგარიში ეროვნულ ვალუტაში იმავე ბანკში.“.

3. მე-4 მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 31, 32, 33 და 34 პუნქტები:

„31. თუ ვადიანი დეპოზიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კლიენტის მიერ თანხის ვადაზე ადრე გატანის შესაძლებლობა, ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს საპროცენტო სარგებლის დარიცხვასთან დაკავშირებულ პირობებს.

32. ვადიანი დეპოზიტის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა, შეტანა, გადარიცხვა და გატანა, გარდა სადეპოზიტო სერტიფიკატის შემთხვევისა, შესაძლებელია მხოლოდ დეპოზიტის მფლობელი პირის მიმდინარე ანგარიშის ან მოთხოვნამდე დეპოზიტის ანგარიშის მეშვეობით.

33. არასრულწლოვნის სახელზე გახსნილი დეპოზიტის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა ნებადართულია თანხის შემომტანი პირის ანგარიშის მეშვეობით, ხოლო ანაბრის გატანა/გადარიცხვა – ანაბრის განკარგვაზე უფლებამოსილი პირის ანგარიშის მეშვეობით.

34. მოთხოვნამდე დეპოზიტის გატანისას, ბანკს უფლება აქვს მოითხოვოს წინასწარი შეტყობინება თანხის გატანის შესახებ, თუ ეს გათვალისწინებულია ბანკსა და კლიენტს შორის ხელშეკრულებით.“.

4. მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ანგარიშის გახსნისას ბანკმა უნდა მოახდინოს კლიენტის გადამოწმება (ვერიფიკაცია). ბანკმა უნდა უზრუნველყოს კლიენტის ანგარიშის გასახსნელად აუცილებელი დოკუმენტების არსებობა და ხელშეკრულების გაფორმება ამ პუნქტის შესაბამისად ანგარიშის გახსნიდან არაუმეტეს 15 კალენდარული დღის განმავლობაში. დასაშვებია ბანკის მიერ ანგარიშის გასახსნელად აუცილებელი დოკუმენტაციის მოპოვება ელექტრონული ფორმით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესაბამისი დოკუმენტების არსებობამდე, აღნიშნულ ანგარიშზე შესაძლებელია მხოლოდ ჩარიცხვის ოპერაციების განხორციელება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. საბანკო მომსახურების (ანგარიშის გახსნის) შესახებ ხელშეკრულების პირობებზე კლიენტის მიერ თანხმობის ელექტრონული ფორმით გამოხატვის შემთხვევაში, ბანკმა უნდა უზრუნველყოს ამგვარი ხელშეკრულების და მასში შეტანილი ცვლილებების შენახვა თავდაპირველი შინაარსისა და ფორმის დაცვით.“.

5. მე-9 მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-4 პუნქტი:

„4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ანგარიშის გახსნიდან 60 დღის განმავლობაში კლიენტი არ წარმოადგენს ანგარიშის გახსნისთვის საჭირო დოკუმენტების ორიგინალებს ან შესაბამისი წესით დამოწმებულ ან ლეგალიზებულ ასლებს, ანგარიში იხურება და მასზე განთავსებული თანხები უბრუნდება გადმომრიცხავს.“.

6. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11

1. ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის გადახდა გულისხმობს ბანკის მეშვეობით ფულადი ვალდებულების შესრულებას.

2. დასაშვებია უცხოური ვალუტით ნებისმიერი საბანკო ოპერაციის განხორციელება, გარდა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის მიწოდებასა და/ან მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული გადახდებისა, თუკი აღნიშნული ოპერაცია არ არის დაკავშირებული ექპორტ-იმპორტთან;

ბ) თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებული პირის სასარგებლოდ რეზიდენტის მიერ განხორციელებული გადახდებისა.

3. უცხოურ ვალუტაში ოპერაციების განხორციელებისას გადარიცხვის დოკუმენტებში უნდა მიეთითოს გადახდის დანიშნულება.

4. თუკი უცხოურ ვალუტაში გადარიცხვის ოპერაციის თანხა აღემატება 30000 ლარს ან ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, ბანკი ვალდებულია გადამხდელი მეწარმე სუბიექტისაგან დამატებით მოითხოვოს გადარიცხვის საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. ბანკი ვალდებულია შეინახოს ამ პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტების ასლები. ასლების შენახვა შესაძლებელია ელექტრონული ასლის ფორმით.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისები, ასევე ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ ვრცელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ გადახდებზე.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ სხვა კომერციული ბანკის დავალებით განხორციელებულ გადახდებზე.“.

7. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. სამეწარმეო იურიდიული პირის საფირმო სახელწოდების, ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელის და/ან გვარის შეცვლისას ბანკში ანგარიშის მფლობელი წარადგენს განაცხადს ცვლილების შესახებ და შესაბამისი ცვლილების დამადასტურებელ დოკუმენტს (მათ შორის, ელექტრონული ფორმით), რის საფუძველზეც ხდება ანგარიშის გადაფორმება.“.

8. მე-12 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

9. მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-7 და მე-8 პუნქტები:

„7. ნომინალური მფლობელობის ანგარიში შეიძლება გადაფორმდეს სხვა პირზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

8. აკრძალულია ვადიანი დეპოზიტის ხელშეკრულების ვადის გაგრძელება, თუ პირის საბანკო ანგარიშების მიმართ გამოყენებულია ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

 მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს.

გ. ქადაგიძე