დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 823 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 14/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111214019, 14/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120090000.08.002.016380 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №823
2011 წლის 14 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულების (სსმ III, 2007 წ., №113, მუხ.1251) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
ა) მე-2 მუხლს დაემატოს ,,ტ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ტ) ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური გარანტიების უზრუნველყოფის ხელშეწყობა, შესაბამისი მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისათვის ღონისძიებათა სისტემის შემუშავება და მათი შესრულების ორგანიზება.“;
ბ) მე-5 მუხლის:
ბ.ა) პირველ პუნქტს დაემატოს „ყ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,ყ) ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი.“;
ბ.ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს „ყ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ყ) ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი უზრუნველყოფს:
ყ.ა) ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური გარანტიების უზრუნველყოფის ხელშეწყობას, შესაბამისი მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისათვის ღონისძიებათა სისტემის შემუშავებასა და მათი შესრულების ორგანიზებას;
ყ.ბ) ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის, პროფესიული ორიენტაციისა და მომზადების (გადამზადების) სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების, აგრეთვე ომის ვეტერანებთან დაკავშირებული საერთაშორისო პროგრამების შემუშავება-განხორციელებას, სოციალური დაცვის ღონისძიებების ხელშეწყობის პერსპექტივების განსაზღვრას;
ყ.გ) ვეტერანთა მიმართ სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობას;
ყ.დ) „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონით, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული პირების აღრიცხვას, ერთიანი კომპიუტერული მონაცემთა ბაზის შექმნას, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობების დამზადება-გაცემას;
ყ.ე) ვეტერანთა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კავშირებთან ურთიერთობის დამყარებას/განმტკიცებას;
ყ.ვ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ომის მონაწილე ხანდაზმული, მარტოხელა ვეტერანების საპატრონაჟო და მოხუცთა თავშესაფრის ორგანიზებას, საბრძოლო და დიდების ძეგლების, მემორიალური კომპლექსების აღრიცხვასა და მოვლა-პატრონობას, კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებას, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა (ყოფილ სამხედრო ტყვეთა) საფლავების მოძიებასა და აღრიცხვას;
ყ.ზ) ომის ვეტერანების მხედრული ტრადიციების განმტკიცებას და მომავალი თაობის პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;
ყ.თ) ვეტერანების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ხელყოფის ფაქტების გამოვლენას და მათი აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებას;
ყ.ი) დეპარტამენტის ფუნქციების განსახორციელებლად შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებას;
ყ.კ) ვეტერანთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკური მიმოხილვებისა და მოხსენებების მომზადებას და ამ მიზნით მიღებული ინფორმაციის დამუშავებას;
ყ.ლ) დეპარტამენტის ამოცანების განხორციელებისათვის საკუთარი ბეჭდვითი ორგანოს ფუნქციონირების უზრუნველყოფას;
ყ.მ) ქვეყნის წინაშე დამსახურებისა და ვეტერანთა მოძრაობის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის ვეტერანების სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელებას;
ყ.ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ვეტერანთა შესახებ სათანადო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას სოციალური გასაცემლების ადმინისტრირების შესაბამისი ორგანოსათვის.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები