საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის სტატუსის შეცვლის შესახებ

  • Word
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის სტატუსის შეცვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 471
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111214016, 14/12/2011
ძალაში შესვლის თარიღი 15/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 010240070.10.003.016631
  • Word
471
09/12/2011
ვებგვერდი, 111214016, 14/12/2011
010240070.10.003.016631
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის სტატუსის შეცვლის შესახებ
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

 საქართველოს მთავრობის

დადგენილება 471

2011 წლის 9 დეკემბერი

. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის სტატუსის შეცვლის შესახებ

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25‑ე მუხლის მე‑2 პუნქტისა და 35‑ე მუხლის მე‑3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს შეეცვალოს სტატუსი და გარდაიქმნას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილი წინადადებების საფუძველზე უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 15 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური