დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ პროფესიული კოლეჯის ,,ბალავარი” ლიკვიდაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 204/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111213011, 14/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.016241 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №204/ნ
2011 წლის 12 დეკემბერი
ქ. თბილისი
სსიპ – პროფესიული კოლეჯის ,,ბალავარი” ლიკვიდაციის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის ,,ბალავარი” -ს ლიკვიდაცია 2011 წლის 29 დეკემბრამდე;
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის ,,ბალავარის” ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის ,,ბალავარის” უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – პროფესიული კოლეჯი ,,მერმისი”.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ – პროფესიულ კოლეჯად „ბალავარი“ დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 მაისის №69/ნ ბრძანება.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ბრძანების შესრულების მიზნით კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება.
5. ეს ბრძანება, გარდა მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
6. ამ ბრძანების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 29 დეკემბრიდან.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები