,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის №147 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 214
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111212024, 13/12/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 20/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016082
  • Word
214
09/12/2011
ვებგვერდი, 111212024, 13/12/2011
100110000.22.038.016082
,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის №147 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება №214

2011 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის  №147 ბრძანებაში  ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის №147 ბრძანებით (სსმ, 134, 19/10/2010) დამტკიცებული დებულების:

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საბჭოს მიზანია სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე რეკომენდაციების, წინადადებების წარდგენა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთაგან სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიისა და ადგილობრივი საბჭოს, ასევე არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და  პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში პრობაციის ეროვნული სააგენტო) პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის  წევრების კანდიდატების შერჩევა.“;

ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის  ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთაგან შეარჩიოს და დასამტკიცებლად წარუდგინოს მინისტრს სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიისა და ადგილობრივი საბჭოს,  ასევე პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრობის თითო კანდიდატურა.“;

გ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 6. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთაგან სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს, მუდმივმოქმედი კომისიისა და  პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრის შერჩევის წესი

1. სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს, მუდმივმოქმედი კომისიისა და  პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრობის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, რეგისტრაციაში გატარების მომეტისათვის, ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას.

2. სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს, მუდმივმოქმედი კომისიისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრის უფლებამოსილების გასვლამდე 15 დღით ადრე საბჭო აცხადებს ვაკანსიას.

3. ინფორმაცია ვაკანსიის გამოცხადების შესახებ უნდა განთავსდეს სამინისტროს ვებგვერდზე.

4. არასამთავრობო ორგანიზაციები ერთმანეთში კონსულტაციებისა და შეთანხმების შედეგად, ვაკანსიის გამოცხადებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში, საბჭოში წარადგენენ სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს, მუდმივმოქმედი კომისიისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრობის კანდიდატურას. იმ შემთხვევაში, თუ კონსულტაციების შედეგად შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა, არასამთავრობო ორგანიზაციას უფლება ენიჭება დამოუკიდებლად წარადგინოს კანდიდატურა.

5. კანდიდატურის წარდგენის ვადის ამოწურვიდან ხუთი დღის ვადაში საბჭოს მიერ შეირჩევა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს, მუდმივმოქმედი კომისიისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრობის კანდიდატი, რომელიც სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს, მუდმივმოქმედი კომისიისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრის უფლებამოსილების გასვლამდე არა უგვიანეს ხუთი დღისა წარედგინება მინისტრს დასამტკიცებლად.

6. იმ შემთხვევაში, თუ მინისტრი არ დაამტკიცებს წარდგენილ კანდიდატურას, საბჭოს მიერ მინისტრს წარედგინება სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს, მუდმივმოქმედი კომისიისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრობის ახალი კანდიდატურა.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხ. კალმახელიძე