ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,თბილისის მართვის ცენტრის’’ ლიკვიდაციის შესახებ

  • Word
ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,თბილისის მართვის ცენტრის’’ ლიკვიდაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 33.01.1396
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 09/12/2011
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111212023, 13/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.37.101.016093
  • Word
33.01.1396
09/12/2011
ვებგვერდი, 111212023, 13/12/2011
040030000.37.101.016093
ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,თბილისის მართვის ცენტრის’’ ლიკვიდაციის შესახებ
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება №33.01.1396

 2011 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,, თბილისის მართვის ცენტრის’’ ლიკვიდაციის შესახებ

,,საქართველოს დედაქალაქის თბილისის შესახებ’’ საქართველოს კანონის 321 მუხლის მე-9 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად,

ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ,, თბილისის მართვის ცენტრი’’ (შემდეგში– ცენტრი ), სალიკვიდაციო ღონისძიებები დასრულდეს 2012 წლის 1 იანვარს .

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ,, თბილისის მართვის ცენტრის’’ ლიკვიდატორად დაინიშნოს ცენტრის უფროსი მამია კომახია.

3. ლიკვიდატორმა :

ა) უზრუნველყოს ცენტრის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების სრული აღრიცხვა და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) განახორციელოს ცენტრის თანამშრომლებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.

4. ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციამ: უზრუნველყოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი, ცენტრის საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის.

5 . ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურმა: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, განახორციე­ლოს ქ. თბილისის ბიუჯეტში შე­სა­ბამისი ცვლილებების პროექტის მომზადება.

6 . ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,, ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის მართვის ცენტრის შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 14 ივნისი №15.01.577 დადგენილება.

7 . ამ დადგენილების პირველი და მე -6 პუნქტები ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

8. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი და მე -6 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერი                                                                                                               . უგულავა