თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის ტერიტორიაზე ავტობაზრობების კეთილმოწყობის წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის ტერიტორიაზე ავტობაზრობების კეთილმოწყობის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 122
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
მიღების თარიღი 09/12/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111212022, 12/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016105
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
122
09/12/2011
ვებგვერდი, 111212022, 12/12/2011
010250050.35.160.016105
თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის ტერიტორიაზე ავტობაზრობების კეთილმოწყობის წესის დამტკიცების შესახებ
თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (12/12/2011 - 15/12/2011)

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს

დადგენილება 122

2011 წლის 9 დეკემბერი

. რუსთავი

თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის ტერიტორიაზე ავტობაზრობების კეთილმოწყობის წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -16 მუხლის მე -2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, 43 -ე მუხლის მე -2 პუნქტის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148 -ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის ტერიტორიაზე ავტობაზრობების კეთილმოწყობის წესი (დანართი).

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე            . გურგენიძე

 

 

დანართი

 

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიაზე ავტობაზრობების კეთილმოწყობის წესი

    მუხლი 1

ეს წესი განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიაზე ავტობაზრობების კეთილმოწყობის საკითხებს.

    მუხლი 2

1. ამ წესით გათვალისწინებული ავტობაზრობების კეთილმოწყობის პროცესი მოიცავს ავტობაზრობების მესაკუთრეთა მიერ ავტობაზრობების ტერიტორიის კეთილმოწყობას, ავტოსატრანსპორტო საშუალებების განლაგების სქემის შეთანხმებას თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის მერიასთან, სადგომების დახაზვას ამ მუხლის მე -2 , მე -3, მე -4 პუნქტების შესაბამისად და ავტობაზრობის ფუნქციონირებას სანიტარიული ნორმების დაცვით.

2.  ავტოსატრანსპორტო საშუალებების განლაგების სქემით განისაზღვრება ავტობაზრობების ტერიტორიაზე გასაყიდი ავტოსატრანსპორტო საშუალებების განლაგება და მათი მაქსიმალური რაოდენობა იმ პირობით, რომ ავტობაზრობის ფუნქციონირების ნებისმიერ დროს უზრუნველყოფილ იქნეს ავტობაზრობის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და ქვეითად მოსიარულეთა თავისუფალი გადაადგილება.

3.  ავტობაზრობის მესაკუთრე ვალდებულია ბაზრობის ტერიტორიის მოწყობა, სადგომების დახაზვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაბარიტების გათვალისწინებით და ავტოსატრანსპორტო საშუალებების განთავსება მოახდინოს მხოლოდ თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის მერიასთან შეთანხმებული სქემის შესაბამისად.

4. თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის მერიასთან შეთანხმებული სქემა უნდა ასახავდეს:

ა)  ავტობაზრობების ტერიტორიაზე ვიზიტორთა პარკირებისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ფართის ოდენობას:

ა.ა) 8 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის შემთხვევაში ტერიტორიის 20%;

ა.ბ) 8 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთის შემთხვევაში ტერიტორიის 30 %.

ბ)  თითოეული გასაყიდი ავტოსატრანსპორტო საშუალების ავტობაზრობების ტერიტორიაზე განთავსებისთვის გათვალისწინებულ ფართს :

ბ.ა) მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის – 20 კვ/მ;

ბ.ბ) სამარშრუტო მიკროავტობუსებისთვის – 30კვ/მ;

ბ.გ) სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის – 70 კვ/მ.

5.  ავტობაზრობის ტერიტორიის მესაკუთრე ვალდებულია ავტობაზრობის ტერიტორიაზე განახორციელოს ტუალეტების, ნაგვის ურნების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების, სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ სერვისცენტრის და ბანკის სერვისცენტრების განთავსება.

6. იმ შემთხვევაში, თუ რუსთავის ტერიტორიაზე მოქმედ ავტობაზრობებზე არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება ამ წესის მეორე მუხლის მე -4 და მე -5 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მერიასთან შეთანხმებამდე მესაკუთრე ვალდებულია ქალაქის მერიას წარუდგინოს ამ ღონისძიებების გატარებისათვის საჭირო გონივრულ ვადა.

    მუხლი 3

1.  ავტოსატრანსპორტო საშუალებების განლაგების სქემის (სქემაში ცვლილების) საკითხს განიხილავს და მერის ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის პროექტს ამზადებს თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის მერიის ურბანული დაგეგმარებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახური.

2.  თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის ტერიტორიაზე ახალი ავტობაზრობის მოწყობის შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის (ან მშენებლობის შესაძლებლობის შესაძლებლობის დადასტურების) თაობაზე თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის მერიისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემის საკითხები განისაზღვრება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებისა და ამ წესის შესაბამისად.

    მუხლი 4

1.  ამ წესის მე -2 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს ავტობაზრობების მესაკუთრეთა პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148 -ე მუხლის პირველი და მე -2 ნაწილებით.

2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148 -ე მუხლის პირველ და მე -2 ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს ადგენს თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახური.

    მუხლი 5

თვითმმართველ ქალაქში – რუსთავში ამ წესის ამოქმედების მომენტისთვის არსებული ავტობაზრობების მესაკუთრეებმა ამ წესის მე -2 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება უზრუნველყონ შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში.