„გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 03 აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 03 აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/12/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111212015, 14/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.148.016079
  • Word
46
09/12/2011
ვებგვერდი, 111212015, 14/12/2011
010250020.35.148.016079
„გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 03 აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №46

2011 წლის 9 დეკემბერი

ქ. გორი

 „გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. ,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 აგვისტოს №20 დადგენილებაში (სსმ, 11, 13.08.2010) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებულ დებულების მე-12 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ) ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებულ დებულების მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

 „ლ) ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახური“.

გ) დადგენილებით დამტკიცებულ დებულების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავების, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებისა და შესაბამისი წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა..

დ) დადგენილებით დამტკიცებულ დებულების მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის     მე-12 პუნქტი:

„12. ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების, ამ სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებისა და მუნიციპალიტეტის ქონების მართვის უზრუნველყოფა.“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                     ზ. ხმალაძე