„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის №231 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის №231 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 466
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111212007, 12/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 010220000.10.003.016626
  • Word
466
08/12/2011
ვებგვერდი, 111212007, 12/12/2011
010220000.10.003.016626
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის №231 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 466

2011 წლის 8 დეკემბერი

. თბილისი

 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის 231 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის 231 დადგენილებაში (სსმ, 2009 წელი, მუხლი 1834) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. შეიქმნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

 

საქართველოს პრემიერ‑მინისტრი

საბჭოს თავმჯდომარე

საქართველოს შრომის, ჯანმრთე­ლო­ბისა და სოციალური დაცვის მინისტრი

 

 

 

 

საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი

 

 

 

 

საბჭოს წევრი

საქართველოს ფინანსთა სამინის­ტროს წარმომადგენელი

 

 

საბჭოს წევრი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარ­­­მომადგენელი

 

 

 

 

საბჭოს წევრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინის­ტროს წარმომადგენელი

 

 

 

 

საბჭოს წევრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმო­მად­გენელი

 

 

 

 

საბჭოს წევრი.“.

 

2. დადგენილების მე‑2 მუხლით დამტკიცებული შეზღუდული შესაძ­ლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდი­ნა­ციო საბჭოს დებულების მე‑4 მუხ­ლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ცი­ით:

     „მუხლი 4. საბჭოს ხელმძღვანელობა, დაკომპლექტებისა და მუშაობის წესი

1. საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრა­სტრუქ­ტურის სამინისტროს წარმომადგენელი, საქართველოს შრომის, ჯან­მრ­თელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, სა­ქარ­თველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი, საქართველოს ეკო­ნო­მიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი, სა­ქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი, სა­ქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმო­მად­გენელი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სო­ცია­ლურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე, ასევე ინ­ვალიდობის სხვადასხვა სახეობის უფლებათა დამცველი 7 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს შე­საბამისი სამინისტროს წარმომადგენელი შესაძლოა იყოს აღნიშნული და­წე­სებულების ხელმძღვანელი (მინისტრი) ან ხელმძღვანელის რომელიმე მო­ა­დ­გილე (მინისტრის პირველი მოადგილის ან მინისტრის მოადგილის სა­ხით), რომელიც საბჭოს წევრის სტატუსით უფლებამოსილია დაესწროს საბ­ჭოს სხდომებს. 

3. საბჭო იკრიბება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერ­თხელ.

4. საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც:

ა) უძღვება საბჭოს საქმიანობას;

ბ) ამტკიცებს საბჭოს სამუშაო განრიგს;

გ) იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს.

5. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, საბჭოს ხელმძღვა­ნელობს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

6. საბჭოს სხდომაზე დგება ოქმი, რომელიც ასახავს სხდომის დროს გან­ხილულ ყველა საკითხსა და მიღებულ გადაწყვეტილებას. საბჭოს თითოეულ წევრს უფლება აქვს მოითხოვოს საბჭოს სხდომის მოწვევა (სხდომის მოწვე­ვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს თავმჯდომარე ან თავმჯდომა­რის მოადგილე), აგრეთვე თავისი მოსაზრების აღნიშვნა სხდომის ოქმში.

7. საბჭოს სხდომის ოქმის შედგენასა და საბჭოს მოწვევის ორგანი­ზა­ციულ‑ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საბჭოს მდივანი, რომ­ლის ფუნქციაც შეიძლება დაეკისროს ნებისმიერ პირს, რომელიც არ არის საბ­ჭოს წევრი.“.

 მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ‑მინისტრი                                                                              ნ.გილაური