სს „საქართველოს საფოსტო ბანკის“ ახლად აღმოჩენილი აქტივების რეალიზაციის შესახებ

  • Word
სს „საქართველოს საფოსტო ბანკის“ ახლად აღმოჩენილი აქტივების რეალიზაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 848
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 07/12/2011
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111209020, 12/12/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
848
07/12/2011
ვებგვერდი, 111209020, 12/12/2011
სს „საქართველოს საფოსტო ბანკის“ ახლად აღმოჩენილი აქტივების რეალიზაციის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №848

2011 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

სს „საქართველოს საფოსტო ბანკის“ ახლად აღმოჩენილი აქტივების რეალიზაციის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლისპირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „კომერციული ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-10 პუნქტის, „კომერციული ბანკების ლიკვიდაციის წესის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისის 159 ბრძანებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის 225/01 ბრძანების საფუძველზე:

1. სს „საქართველოს საფოსტო ბანკის“ კუთვნილი, ახლად აღმოჩენილი აქტივების განკარგვის მიზნით, დაინიშნოს კახაბერ ვარადაშვილი (პირადი N01014000880) და დაევალოს „საქართველოს საფოსტო ბანკის“ ახლად აღმოჩენილი აქტივების რეალიზაციის პროცესის განხორციელება სს „საქართველოს საფოსტო ბანკის“ დარჩენილი ვალდებულებების დაკმაყოფილების მიზნით.

2. აღნიშნული აქტი 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

3. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი 6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ვიცე-პრეზიდენტი                                      ო. ნადარაია