დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 12 ოქტომბრის N34 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111209007, 12/12/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.105.016055 |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №40
2011 წლის 7 დეკემბერი
ქ. ზუგდიდი
,, სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 12 ოქტომბრის №34 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. ,,სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 12 ოქტომბრის №34 დადგენილებაში (სსმ, 20/10/2011წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტში, მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტში, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტში და მე-9 მუხლის მე-6 პუნქტში სიტყვები ,,საქალაქო სასაფლაო“ შეიცვალოს სიტყვებით ,,მუნიციპალური სასაფლაო“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,ა) წყალმომარაგების სათავეებთან, სანიტარიული დაცვის პირველ და მეორე ზონებში, კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის პირველ და მეორე ზონებში;“.
3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,4. ყოველი გარდაცვლილის დაკრძალვა უნდა მოხდეს ცალკე სამარეში, ყოველ საფლავზე გამოყოფილი უნდა იქნეს 12 კვ.მ (3X4) ფართობის ტერიტორია და საფლავზე მომსახურების საფასური განისაზღვროს 60 ლარით. ზღვრული ნორმის ზევით გამოსაყოფ ყოველ კვადრატულ მეტრზე დამატებითი მომსახურების საფასური განისაზღვროს 20 ლარით. მარტოხელა და უპატრონო მიცვალებულების დასაკრძალავად მიწის ფართობის ნორმად მიღებულ იქნეს 4 კვ. მეტრი და მომსახურება განხორციელდეს უსასაყიდლოდ. მიცვალებულის ნეშტის დასაკრძალავად გაცემული მიწის ფართობის სხვა პირზე გაცემა ან გაყიდვა აიკრძალოს. ომის ვეტერანებსა და მასთან გათანაბრებულ პირებს დამატებითი მომსახურების საფასურზე დაუწესდეთ შეღავათი 50% ფასდაკლებით. დევნილთა მიცვალებულის ნეშტის დასაკრძალავად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სასაფლაოზე მიწის გაცემა მოხდეს ზღვრული ნორმის დაცვით უსასყიდლოდ. საფლავებს შორის დაშორება არ უნდა იყოს გრძელ მხარეებს შორის 0.8 მეტრზე ნაკლები, ხოლო მოკლე მხარეებს შორის – 0,5 მეტრზე ნაკლები. დამატებითი მომსახურების საფასურის გადახდა ხდება სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირის ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. საფლავის გამოყოფა ხორციელდება შესაბამისი დამატებითი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრისა და ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტაციის სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირისადმი დადგენილი წესით წარდგენის შემდეგ.“.
5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,7. სამარის გათხრის უფლება აქვს ჭირისუფალს ან, სურვილის შემთხვევაში, სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილ იურიდიულ პირს მომსახურების საფასურის გადახდის საფუძველზე, გარდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 132-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ლ. კონჯარია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები