,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საგანგებო სიტუაციების სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 ოქტომბრის N35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/12/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111209005, 12/12/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 11/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.105.016053
38
07/12/2011
ვებგვერდი, 111209005, 12/12/2011
010260020.35.105.016053
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საგანგებო სიტუაციების სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 ოქტომბრის N35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილებ №38

2011 წლის 7 დეკემბერი

ქ. ზუგდიდი

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საგანგებო სიტუაციების სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 ოქტომბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმარ­თველობის შესახებ“ საქართველოს ორგანუ­ლი კანონისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის შესაბამისად

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1. ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საგანგებო სიტუაციების სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 ოქტომბრის 35 დადგენილებაში (სსმ , 31/10/201 1 .) შეტანილ იქნს შემდეგი ცვლილება:

1. მე -3 მუხლის მე -7 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

 ,,7. სამსახურის საქმიანობის ორგანიზებას, დაგეგმვას, მუშაობის წესს, ფორმებს და მეთოდებს, განსაზღვრავს სამსახურის უფროსი, ხოლო მოსამსახურეთა ფუნქციონალურ მოვალეობებს გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე კანონმდებლობის შესაბამისად.“ .

2. მე -5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,1. საგანგებო სიტუაციების სამსახურში სამუშაოდ მიიღებიან 18-დან 35-წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ არანაკლებ საბაზო ზოგადი განათლება, ფიზიკური მომზადება და ჯანმრთელობა აძლევთ საშუალებას შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობანი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, შრომითი ხელ­შეკ­რულების საფუძველზე, მეხანძრე-მაშველის თანამდებობაზე შეიძლება მიღებულ იქნს მოქალაქე, რომლის ასაკი აღემატება 35 წელს.“ .

3. მე -5 მუხლის მე -3 პუნქტიდან ამოღებულ იქნს ,,ზ“ ქვეპუნქტი.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                ლ. კონჯარია