დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 153 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111208030, 08/12/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/10/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.22.027.016220 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №153
2011 წლის 8 დეკემბერი
ქ. თბილისი
„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანების (ვებგვერდი, 111121012, 21/11/2011) პირველ მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“:
„საქართველოს საპატენტო კანონის“, „დიზაინის შესახებ“, „საქონლის ადგილწარმოშობისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტები.“.
2. მე-12 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესები.“.
3. მე-13 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ1“-„ჰ8“ ქვეპუნქტები:
„ჰ1) საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების ჩატარების წესი;
ჰ2) სახელმწიფოს ვალდებულებების, მათ შორის, დონორების დაფინანსებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების გადასახადების ნაწილში სახელმწიფოს ვალდებულებების დაფარვის, აღრიცხვის და ანგარიშგების წესი;
ჰ3) საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული პროექტების (მათ შორის, პროექტის მოსამზადებელი ეტაპის) განმახორციელებელი იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირის განსაზღვრის შესახებ, რომელსაც არ დაეკისრება საურავი;
ჰ4) საქართველოში ლატარიის მომწყობთა საქმიანობის დაბეგვრის და ანგარიშგების შესახებ ინსტრუქცია;
ჰ5) ფულის გაცემის ყოველთვიური ოპერატიული ფინანსური გეგმის პროექტის შედგენის, დამტკიცებისა და ფულის გაცემის წესი;
ჰ6) სუსტი კაპიტალიზაციის მიზნებისათვის საშუალო წლიური თანაფარდობის წესი;
ჰ7) სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2010 წლის 1 იანვრამდე გაცემულ სესხებზე წარმოშობილი ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის ადმინისტრირების მიზნით საქართველოს ფინანსთა მინისტრისათვის მიმართვისა და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი;
ჰ8) საწარმოსათვის/ფინანსური ინსტიტუტისათვის საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სპეციალური სავაჭრო კომპანიის და საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მინიჭების/გაუქმების წესი.“.
4. მე-16 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“-„უ“ ქვეპუნქტები:
„ჟ) საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ;
რ) მოსწავლის პირადი საქმის ფორმის და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირადი საქმის წარმოების წესი;
ს) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასური;
ტ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესი;
უ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასური.“.
5. მე-19 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:
„მ) სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ინსტრუქცია.“.
6. 22-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“ და „ჩ“ ქვეპუნქტები:
„შ) „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელ პირთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანება;
ჩ) „თავისუფალ ტურისტულ ზონაში სასტუმროს პროფილთან თავსებადი საქმიანობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება.“.
7. 23-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი) და საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტები, საკრებულოს კომისიის (მათ შორის, დედაქალაქის საკრებულოს მუდმივმოქმედი, დროებითი და სარევიზიო კომისიების), საკრებულოს აპარატისა და დედაქალაქის რაიონის გამგეობებისა და საქალაქო სამსახურების დებულებები; მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ქალაქის) გამგეობის (მერიის) დებულებები, გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებები; დედაქალაქის მერიის დებულება; დედაქალაქის მთავრობის რეგლამენტი; დედაქალაქის მერიის ადმინისტრაციისა და მისი სტრუქტურული ერთეულების – სამსახურების დებულებები; თვითმმართველი ერთეულების კომისიების, საბჭოებისა და სხვა საკონსულტაციო ორგანოების შექმნა და მათი სამოქმედო დებულებები; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა (თანამდებობის პირებსა) და დაწესებულებებს შორის უფლებამოსილების განაწილებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტები;“.
8. ბრძანების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 24-ე პუნქტი:
„24. საქართველოს კონტროლის პალატა:
„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტები.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები