დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5303-IIს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 24/11/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111208015, 08/12/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240060.05.001.016499 |
საქართველოს კანონი
„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №46, 22.12.2009, მუხ. 347) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31-ე და 32-ე პუნქტები:
„31. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების განცხადების შეტანიდან:
ა) მე-80 კალენდარულ დღეს მომზადებისთვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 150 ლარია;
ბ) 70 კალენდარული დღის ვადაში მომზადებისთვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 150 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 100 ლარი.
32. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის განცხადების შეტანიდან:
ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;
ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი 5 ლარია;
გ) მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი 10 ლარია;
დ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი 25 ლარია;
ე) იმავე დღეს გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი 50 ლარია.“.
2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს ამ კანონის მე-5 მუხლის მე-13 და მე-17 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურები უმცირდება 25 პროცენტით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 24 ნოემბერი.
№5303-IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები