„აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 982
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111208011, 09/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 040170310.22.034.016068
  • Word
982
07/12/2011
ვებგვერდი, 111208011, 09/12/2011
040170310.22.034.016068
„აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №982

2011 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

„აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს 1143 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ლატარების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის ნ” ქვეპუნქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის 614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ა” და ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს № 1143 ბრძანებაში შევიდეს შემდეგი ხასიათის ცვლილებები და დამატებები:

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გარე პერიმეტრი – ფეხით მოსიარულეთა გზის სავალი ნაწილის ის მონაკვეთი, რომლის მიმდებარედ განთავსებულია შემოწმების ობიექტის შენობა, გარდა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) საერთო შესასვლელი:

ბ.1. შესასვლელი, რომელიც განთავსებულია ქუჩის ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე და წარმოადგენს საერთო შესასვლელს ერთ შენობაში განთავსებული რამდენიმე შემოწმების ობიექტის ინდივიდუალური შესასვლელისათვის ან შემოწმების ობიექტისა და სხვა ობიექტის ინდივიდუალური შესასვლელისათვის;

ბ.2. შესასვლელი, რომელიც განთავსებულია ქუჩის ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე და წარმოადგენს საერთო შესასვლელს საერთო ფართზე განთავსებული რამდენიმე ობიექტისათვის (ინდივიდუალური შესასვლელით ან მის გარეშე);

გ) ინდივიდუალური შესასვლელი – მომხმარებლებისათვის განკუთვნილი შესასვლელი, რომლითაც შემოწმების ობიექტის ფართი გამოყოფილია სხვა ობიექტებისაგან;

დ) სავაჭრო ცენტრი – საერთო ადმინისტრაციის მქონე, შენობაში განთავსებული კომპლექსი, რომელიც შედგება არანაკლებ 30, იზოლირებულ ფართზე განლაგებული, ინდივიდუალური შესასვლელის მქონე სავაჭრო/გასართბი ობიექტისაგან;

ე) ბაზარი/ბაზრობა – საერთო ადმინისტრაციის მქონე, შემოსაზღვრული ტერიტორია, რომელშიც, როგორც წესი, საერთო ფართზე, განთავსებულია სავაჭრო/გასართობი ობიექტები;

ვ) შემოწმების ობიექტი - სამორინე, სათამაშო აპარატების სალონი, ტოტალიზატორი, ლოტო, ბინგო;

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11პუნქტი:

11.აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორს ეკისრება გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების ვალდებულება, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა შემოწმების ობიექტს ინდივიდუალური გასასვლელი გარე პერიმეტრზე.“.

3.მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 4

1. რამდენიმე შემოწმების ობიექტს, რომელთაც აქვთ საერთო შესასვლელი ან რომელთა შესასვლელები განლაგებულია ფეხით მოსიარულეთა გზის ერთსა და იმავე სავალ ნაწილზე ერთმანეთის გვერდით, არა უმეტეს 10 მეტრის დაშორებით, შეუძლიათ, ურთიერთშეთანხმების საფუძელზე, დაამონტაჟონ საერთო გარე ვიდეომეთვალყურეობის სისტემა.

2. პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შეთანხმებაში უნდა აღინიშნოს ამ წესის მე-2 მუხლის მე-6, 71, მე-8 პუნქტებით, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გლობალურ ქსელთან მუდმივი წვდომის, ასევე მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებელი მხარე.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების გაფორმების ვალდებულება არ წარმოიშვება იმ შემთხვევებში, როდესაც შემოწების ობიექტების მფლობელია ერთი მეწარმე სუბიექტი.“.

4. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 მუხლები:

    „მუხლი 5

1. შემოწმების ობიექტისათვის, რომელიც განლაგებულია სავაჭრო ცენტრის შენობის, ბაზრის/ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე და არ აქვს ინდივიდუალური გასასვლელი გარე პერიმეტრზე, გარე პერიმეტრს წარმოადგენს ფეხით მოსიარულეთა სავალი ნაწილი, რომელიც განლაგებულია უშუალოდ შემოწმების ობიექტის ნდივიდუალური შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ობიექტებს შეუძლიათ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, დაამონტაჟონ საერთო გარე ვიდეომეთვალყურეობის სისტემა სავაჭრო ცენტრის, ბაზრის/ბაზრობის საერთო შემოსასვლელებზე.

 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვიდეოკამერების ოდენობა, ასევე დამატებით შესასვლელებში ვიდეოკამერების დამონტაჟების საჭიროება განისაზღვრება შსს-ის უფლებამოსილი დანაყოფის მიერ.

    მუხლი 6

1. ელექტრონული განაცხადის ფორმა შემოწმების ჩატარების და დამონტაჟების აქტის შედგენის შესახებ უნდა შეიცავდეს:

ა) განმცხადებელი მეწარმე სუბიექტის დასახელებას;

ბ) საქმიანობის სახეობას და ნებართვის ნომერს;

გ) შემოწმების ობიექტის დასახელებას და მისამართს;

დ) ვიდეომეთვალყურეობის სისტემების ტექნიკურ დოკუმენტაციას;

ე) უფლებამოსილი დანაყოფის მიერ განსაზღვრულ სხვა დოკუმენტაციას და მონაცემებს.  

    მუხლი 7

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირები ამოწმებენ აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორების მიერ ამ წესის მოთხოვნების შესრულებას და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში იღებენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.

2. უფლებამოსილ პირს შეუძლია დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე დაუბრკოლებლად შეამოწმოს აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ადგილი და დაუყოვნებლივ მიიღოს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ინფორმაცია. უფლებამოსილი პირის მიერ ინფორმაციის მიღება დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტით, რომელშიც აღინიშნება – მიღებული ინფორმაციის (დოკუმენტის) აღწერილობა, პერიოდი (თარიღი, თვე და წელი) და ინფორმაციის (დოკუმენტის) მიმღების და გამცემის სახელი, გვარი და თანამდებობა. მიღება-ჩაბარების აქტში შეიძლება დამატებით მიეთითოს სხვა მონაცემებიც.

3. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ინფორმაციის უფლებამოსილი პირისთვის გადაცემა არ ათავისუფლებს აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორს აღნიშნული სახის ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილი ვადით შენახვის ვალდებულებისგან.

4. აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორებს ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის დაეკისრებათ „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და აღნიშნულის თაობაზე ეცნობება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.

    მუხლი 8

1. დამონტაჟება-ექსპლუატაციასთან დაკავშირებით გამოვლენილ არატიპობრივ შემთხვევებზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, იქმნება მუდმივმოქმედი კომისია სამინისტროს დაინტერესებული სტრქტურული დანაყოფების წამომადგენელთა შემადგენლობით.

2. უწყებათაშორისი კოორდინაციის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიის სხდომებში შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საქართველოს ეროვნული ბანკისა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა.

3. კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.”.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

ი.მერაბიშვილი