„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნების, მედალიონის და მედლის ნიმუშების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნით, მედალიონით და მედლით პირთა დაჯილდოვების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის №740 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნების, მედალიონის და მედლის ნიმუშების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნით, მედალიონით და მედლით პირთა დაჯილდოვების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის №740 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 987
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111208010, 09/12/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 010320000.22.034.016069
  • Word
987
07/12/2011
ვებგვერდი, 111208010, 09/12/2011
010320000.22.034.016069
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნების, მედალიონის და მედლის ნიმუშების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნით, მედალიონით და მედლით პირთა დაჯილდოვების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის №740 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნების, მედალიონის და მედლის ნიმუშების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნით, მედალიონით და მედლით პირთა დაჯილდოვების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის №740 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №987

2011 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნების, მედალიონის და მედლის ნიმუშების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნით, მედალიონით და მედლით პირთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის №740 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე -11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნების, მედალიონის და მედლის ნიმუშების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნით, მედალიონით და მედლით პირთა დაჯილდოვების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის №740 ბრძანებით (სსმ 10.07.2008. №98 მუხ.1092) დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნით, მედალიონითა და მედლით პირთა დაჯილდოვების წესში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:

1. წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სამინისტროს მედალიონი – „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ (დანართი №5).“

2. წესის მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„ზ) სამინისტროს I ხარისხის მედალი – „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ (დანართი №8);

თ) სამინისტროს II ხარისხის მედალი – „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ (დანართი №9).“

3. წესის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4.

სამინისტროს მედალიონით – „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ ჯილდოვდებიან სამინისტროს თანამშრომლები, რომელთაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით სამინისტროს წინაშე მდგარი ამოცანების ეფექტურ გადაწყვეტაში, ასევე საქართველოს მოქალაქეები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და სხვა პირები, რომელთაც განსაკუთრებული ღვაწლი შეიტანეს დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საქმეში ან რომელთა დამსახურებითაც სამინისტრომ მიაღწია წარმატებებს კომპეტენციას მიკუთვნებული ცალკეული საკითხების გადაწყვეტისას.“

4. წესის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5.

სამინისტროს მედლით – „მამაცობისათვის“, ასევე სამინისტროს I და II ხარისხის მედლით – „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ ჯილდოვდებიან სამინისტროს თანამშრომლები და სხვა პირები, რომელთაც დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლისას გამოიჩინეს განსაკუთრებული მამაცობა და თავდადება ან რომელთა დამსახურებითაც სამინისტრომ მიაღწია წარმატებებს კომპეტენციას მიკუთვნებული ცალკეული საკითხების გადაწყვეტისას.“

5. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №5 ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.

6. ამოღებულ იქნას ბრძანებით დამტკიცებული №6 დანართი.

7. ბრძანებას დაემატოს №8 და №9 დანართი თანდართული სახით.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

                                                                                                              

                                                                                                      დანართი №5

 

                                                      მედალიონი

                                   განსაკუთრებული დამსახურებისათვის

 

მედალიონი წარმოადგენს მრგვალი ფორმის ფარს, რომლის ცენტრში ოქროსფერ ველზე რელიეფურად გამოსახულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ემბლემა. ფარს გარშემო შემოყვება ვერცხლის ქობა, რომელზეც ინგლისურად აწერია Ministry of internal affairs of Georgia”.

 

მედალიონის დიამეტრია 5 სმ.

 

 

 

 

 

                                                    

 

                                                                                                                               დანართი №8

 

                                                        I ხარისხის მედალი

                                                           ავერსი

I ხარისხის მედალი წარმოადგენს მრგვალ ოქროსფერ კანტშემოვლებულ თეთრი მინანქრის ჯვარს (მალტური ჯვარი), რომელიც მოთავსებულია ოქროსფერ რკალზე. თეთრი ჯვრის ცენტრში რელიეფურად გამოსახულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ემბლემა (ემბლემა მცირეოდენ სცილდება ჯვრის ცენტრს)

ბაფთის ფერი იმეორებს საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებს ოქროსფერ ქობაშემოვლებულ თეთრ ველს შუაში გასდევს მეწამული ზოლი, ხოლო ოქროსფერ ქობასა და მეწამულ ზოლს შორის მეწამული ჯვრებია.

                                                       რევერსი

ჯვრის უკანა მხარეს რელიეფურად ინგლისურ ენაზე აწერია „Ministry of internal affairs of Georgia. for merit “ და მედლის ნომერი.

მედლის დიამეტრია 5 სმ.

მედალი წარმოადგენს ყელსაკიდს.

თამასა - ოქროსფერ ქობაშემოვლებულ თეთრ ველზე არის ვერტიკალური წითელი ზოლი, რომლის ორივე მხარეს (ოქროს ქობასა და მეწამულ ზოლს შორის) მოთავსებულია მეწამული ჯვრები.

 

 

                                                                                                                                                                                                                                                                                                       დანართი №9

 

                                            II ხარისხის მედალი

                                                           ავერსი

II ხარისხის მედალი წარმოადგენს მრგვალ ოქროსფერ კანტშემოვლებულ თეთრი მინანქრის ჯვარს (მალტური ჯვარი) მოთავსებულს ოქროსფერ რკალზე. რომელიც ერთიანად განთავსებულია თექვსმეტქიმიან ოქროსფერ ვარსკვლავზე. თეთრი ჯვრის ცენტრში რელიეფურად გამოსახულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ემბლემა (ემბლემა მცირეოდენ სცილდება ჯვრის ცენტრს).

ბაფთის ფერი იმეორებს საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებს – ოქროსფერ ქობაშემოვლებულ თეთრ ველს შუაში გასდევს სამი წითელი ზოლი.

რევერსი

თექვსმეტქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავის უკანა მხარეს ინგლისურ ენაზე რელიეფურად აწერია „Ministry of internal affairs of Georgia. for merit“   და მედლის ნომერი.

მედლის დიამეტრია 4,3 სმ.

მედალი წარმოადგენს გულსაკიდს.

თამასა ოქროსფერ ქობაშემოვლებულ თეთრ ველზე არის სამი ვერტიკალური წითელი ზოლი.