დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111208008, 13/12/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.107.016069 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (13/12/2011 - 30/07/2014)
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №27
2011 წლის 5 დეკემბერი
დაბა ჩხოროწყუ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. დამტკიცდეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის თანდართული დებულება.
2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №24 დადგენილება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ლემონჯავა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №18 დადგენილების შესაბამისად.
2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის (შემდგომში სამსახური) არის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.
3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „კულტურის შესახებ“, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, „მუზეუმების შესახებ“, „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“, საქართველოს კანონებით, „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
4. სამსახურს აქვს ბეჭედი საკუთარი სახელწოდებით.
5. სამსახური ანგარიშვალდებულია და პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.
6. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
7. სამსახურის იურიდიული მისამართია: დ. ჩხოროწყუ, დავით აღმაშენებლის ქ. №10.
მუხლი 2. სამსახურის უფლებამოსილება
სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება:
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი განათლებისა და კულტურის ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვა; მათი რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის პროგრამების პროექტების მომზადება; დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია.
2. წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავება კულტურისა და განათლების სკოლის გარეშე და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად;
3. განათლებისა და კულტურის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა მომზადება და განხორციელება.
4. კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებების მომზადება.
5. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული სკოლამდელი აღზრდისა და სკოლის გარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი კულტურისა და განათლების ობიექტების ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა და მათი განხორციელების კოორდინაცია.
6. ახალი სასწავლო წლისათვის და ზამთრის სეზონისათვის შესაბამის სამუშაოთა მომზადების ორგანიზება და კოორდინაცია.
7. სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვთა კვების უზრუნველყოფის კოორდინაცია, მათში მედპუნქტის შექმნისა და ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა;
8. კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური და ხელოვნების სხვა დარგების ხელშეწყობა, ღონისძიებების დაგეგმვა.
9. კულტურულ ღონისძიებათა ორგანიზება.
10. მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობების, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ნიმუშების (ფოლკლორის, ისტორიული, არქეოლოგიურ, ეთნოლოგიურ და ა.შ.) აღრიცხვა, დაცვა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია.
11. თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი, გამოყენებითი პროფესიული ხელოვნებისა და ხალხური ხელოვნების დარგების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ტრადიციების შენარჩუნება და პოპულარიზაცია.
12. ტურისტული პოტენციალის კვლევა, განვითარება, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ხელშეწყობა.
13. ეროვნული სიმდიდრის დაცვა და პოპულარიზაცია, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფის, კულტურისა და, განათლების სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა.
14. სხვა ორგანიზაცია-დაწესებულებებისათვის კულტურულ საქმიანობაში მეთოდური დახმარების გაწევა.
15. მუნიციპალიტეტის მასშტაბით სემინარების, კონკურსების, გამოფენების, კონცერტებისა და სხვა ღონისძიებების მოწყობა.
16. შემოქმედებითი კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლებისათვის შემოქმედებითი გარემოს შექმნისათვის ხელშეწყობა.
17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების სფეროების მიხედვით განაწილების თაობაზე წინადადებების მომზადება და წარდგენა.
18. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შესაბამისი სფეროს არასამეწარმეო იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია.
19. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 3. სამსახურის ორგანიზაცია და სტრუქტურა
1. სამსახურის სტრუქტურა განისაზღვრება ამ დებულებით.
2. სამსახურის საშტატო განრიგს გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
3. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
4. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;
გ) წარუდგენს წინადადებებს გამგებელს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
5. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
6. სამსახურის თანამშრომლებს, სამსახურის უფროსის წარდგინებით, ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
7. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება.
8. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
9. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის წარდგინებითა და გამგებლის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოსამსახურე.
10. განყოფილების უფროსი:
ა) წარმოადგენს განყოფილებას თავისი მოვალეობის შესრულებისას, წარუდგენს სამსახურის უფროსს შესაბამის წინადადებებს, დასკვნებსა და გადაწყვეტილებათა პროექტებს;
ბ) თვალყურს ადევნებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სამსახურის უფროსის დავალებებს.
11. კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციას;
ბ) მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობების, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ნიმუშების (ფოლკლორის, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოლოგიურ და ა.შ.) აღრიცხვის, დაცვის, შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის თაობაზე წინადადებების მომზადებას;
გ) კულტურული ღონისძიებების მოწყობის ორგანიზებას;
დ) მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4. დასკვნითი დებულებები
1. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით, საკრებულოს დადგენილებით.
2. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები