2011 წლის გამოშვების 5 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე

  • Word
2011 წლის გამოშვების 5 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი 06/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111207011, 08/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 200090000.11.004.016009
  • Word
9
06/12/2011
ვებგვერდი, 111207011, 08/12/2011
200090000.11.004.016009
2011 წლის გამოშვების 5 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №9

2011 წლის 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

2011 წლის გამოშვების 5 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე

,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ი ქვეპუნქტების, 35-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

მუხლი 1. გადახდის კანონიერი საშუალების სახით მიმოქცევაში გაშვებულ იქნეს 5 ლარის ნომინალის ბანკნოტები 2008 წლის გამოშვების იგივე ნომინალის ბანკნოტის იდენტური დიზაინისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით, გამოშვების წლით „2011“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის ხელმოწერებით.

მუხლი 2. 2011 წლის გამოშვების 5 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოიქცევა წინა წლების გამოშვების იგივე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად.

მუხლი 3. საქართველოს ტერიტორიაზე 2011 წლის გამოშვების 5 ლარის ნომინალის ბანკნოტებით ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს შეუფერხებლად.

მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 საბჭოს თავმჯდომარე გ.ქადაგიძე