,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბერის №88/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბერის №88/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 197/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 06/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111207009, 08/12/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 27/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016234
  • Word
197/ნ
06/12/2011
ვებგვერდი, 111207009, 08/12/2011
430030000.22.022.016234
,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბერის №88/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება 197/ნ

2011 წლის 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბერი  88/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის   საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბერის № 88/ნ ბრძანების (სსმ III, 15.09. 2010 წ., N 117, მუხ. 1732) :

დანართ №1-ით გათვალისწინებულ ჟურნალის წარმოების წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და:

ა) მე-2 პუნქტის ,,2.1.’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,2.1. ჟურნალის წარმოება ხორციელდება კონკრეტული კლასისთვისეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის 36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმით (შემდგომშიეროვნული სასწავლო გეგმა) და სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების მიხედვით.’’ .

ბ)  მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,2.4.’’ ქვეპუნქტი:

..2.4.  იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეთა მოძრაობის (ჩარიცხვა/ამორიცხვა) შედეგად ჟურნალში მითითებულ მოსწავლეთა რაოდენობა გადააჭარბებს 40 მოსწავლეს, სკოლა ვალდებულია კლასში პარალელურად აწარმოოს მეორე ჟურნალი. 

2. დანართ №2-ით გათვალისწინებულ ჟურნალის წარმოების წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და:

ა) მე-2 პუნქტის ,,2.2.’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2.2. ჟურნალის წარმოება ხორციელდება კონკრეტული კლასისთვისეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის 36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმით (შემდგომშიეროვნული სასწავლო გეგმა) და სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების მიხედვით.’’;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,2.6’’ ქვეპუნქტი:

,,2.6. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეთა მოძრაობის (ჩარიცხვა/ამორიცხვა) შედეგად ჟურნალში მითითებულ მოსწავლეთა რაოდენობა გადააჭარბებს 40 მოსწავლეს, სკოლა ვალდებულია კლასში პარალელურად აწარმოოს მეორე ჟურნალი. 

გ) მე-3 პუნქტის ,,3.7.6.’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3.7.6. ყოველი სასწავლო დღის განმავლობაში კომპონენტების მიხედვით დაწერილი ნიშნების რაოდენობა  გვერდის ბოლოს მოცემულ უჯრაში ,,ნიშების რაოდენობა”, ხოლო ყოველი სასწავლო დღის განმავლობაში  ნიშნის არდაწერის შემთხვევაში უჯრაში უნდა მიეთითოს ,,X’’; (ცხრილი №2).

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ.  შაშკინი