,,ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
,,ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 195/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 06/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111207007, 08/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016232
  • Word
195/ნ
06/12/2011
ვებგვერდი, 111207007, 08/12/2011
430210000.22.022.016232
,,ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება 195/ნ

2011 წლის 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებით (სსმ, III 29.10.2010., №140, მუხ 2015) დამტკიცებულ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის ,,ჟ“ და ,,რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ჟ) საპრეტენზიო კომისია – ოლიმპიადის შესაბამის ტურში მიღებულ შედეგთან და პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით ოლიმპიადის მონაწილეთა განცხადებების განხილვისა ან/და ცენტრის დირექტორისათვის დასკვნის მომზადების მიზნით, თითოეული საგნის და პროცედურული დარღვევის მიხედვით, ცენტრის დირექტორის ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის, შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს საგანმანათლებლო რესურცენტრის (შემდგომში – რესურსცენტრი) უფროსის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;

რ) ტესტი – ცენტრის მიერ, კონკრეტული კლასის/კლასების თითოეულ საგანში,  შედგენილი საოლიმპიადო დავალებათა ერთობლიობა. საოლიმპიადო დავალებები შეიძლება იყოს თეორიული ან/და პრაქტიკული სახის.“.

2. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო, ოლიმპიადის ჩატარების წელს, მონაწილეობას იღებს კონკრეტული საგნის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში, ოლიმპიადის მესამე ტურში, შესაბამისი ასაკის და კლასის/კლასების პირველი ათეული ხდება საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატი..

3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ოლიმპიადა შესაძლებელია ჩატარდეს სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით..

4. მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ოლიმპიადის მესამე ტური ტარდება წერილობითი, ზეპირი ან/და ექსპერიმენტუფორმით. გამოცდა ზეპირი ან/და ექსპერიმენტუ ფორმით შესაძლებელია ჩატარდეს სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ან/და ცენტრის მიერ.

3. ოლიმპიადის მეორე და მესამე ტურზე ოლიმპიადის მონაწილის წერილობითი ფორმით ჩატარებული გამოცდის ტესტური ნაშრომი ტესტის გამსწორებელს წარედგინება დაშიფრული ინდივიდუალური სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს ოლიმპიადის მონაწილის კონფიდენციალობას..

5. მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ცენტრის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს ოლიმპიადაზე დარეგისტრირებული პირების თაობაზე ცენტრისთვის ინფორმაციის მიწოდებას;.

6. მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) უზრუნველყოფს ცენტრის მიერ ოლიმპიადის პირველი ტურისთვის გაცემული ტესტების და სწორი პასუხების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამდე მიტანას მათი სრული კონფიდენციალობის დაცვით;.

7. მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) უზრუნველყოფს ოლიმპიადის პირველი ტურის ტესტების მომზადებას და ტესტებისა და სწორი პასუხების შესაბამისი რესურსცენტრისთვის მიწოდებას;.

8. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ოლიმპიადის თითოეული ტურისთვის ტესტებს, შეფასების ზოგად კრიტერიუმებსა და სწორ პასუხებს შეიმუშავებს ცენტრი..

9. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაცია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მიმდინარეობს ცეტრის დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმიანისტრაციული-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში და დადგენილი პროცედურებით..

10. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებული იქნეს.

11. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით:

,,4. იმ შემთხვევში, თუ ოლიმპიადის მონაწილე არის წინა წლის შესაბამისი საგნის/საგნების ოლიმპიადის გამარჯვებული და შესაბამის წელს საპატიო მიზეზით ვერ გაივლის რეგისტრაციას ან/და ვერ გამოცხადდება ოლიმპიადის პირველ ან მეორე ტურზე, უფლება აქვს გავიდეს შესაბამისი საგნის და კლასის ოლიმპიადის შემდეგ ტურში..

12. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით:

,,1. ოლიმპიადის მეორე და მესამე ტურის ჩატარების მიზნით, ცენტრი,  რესურსცენტრებიდან წარდგენილი ამ წესის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე, ქმნის ოლიმპიადაში მონაწილეების მონაცემთა ელექტრონულ ბაზას..

13.  მე-14 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ოლიმპიადის პირველი ტურის საფუძველზე გამოვლინდებიან ოლიმპიადის ის მონაწილეები, რომლებიც მოიპოვებენ უფლებას მონაწილეობა მიიღონ ოლიმპიადის მეორე ტურში. ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილეობის უფლება აქვს ოლიმპიადის იმ მონაწილეს, რომელმაც ოლიმპიადის პირველ ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60%.  

5. ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგებთან დაკავშირებული ინფორმაცია, საპრეტენზიო კომისიის შესაბამის გადაწყვეტილებებთან ერთად, ოლიმპიადის პირველი ტურის ტესტირების დასრულებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში ეგზავნება ცენტრს,  მის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად..

14. მე-14 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებული იქნეს.

15. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულია ოლიმპიადის ის მონაწილე, რომელმაც ოლიმპიადის მეორე ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50% და მოხვდა შესაბამისი კლასის/კლასების და საგნის რეიტინგული სიის პირველ ას ოლიმპიადის მონაწილეს შორის..

16. მე-15 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულთა სია ცენტრის მიერ გამოქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე..

17. მე-16 მუხლის მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ოლიმპიადის პირველი ადგილის მფლობელია (გამარჯვებულია) ოლიმპიადის ის მონაწილე, რომელმაც მესამე ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60% და ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად მოხვდა შესაბამისი კლასის/კლასების და საგნის რეიტინგული სიის პირველ ადგილზე.

6. ოლიმპიადის პირველი ადგილის მფლობელია აგრეთვე ოლიმპიადის ის   მონაწილე, რომლის ქულა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად ემთხვევა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ სიაში პირველ ადგილზე მყოფი მოსწავლის ქულას.

7. ოლიმპიადის მე-2-მე-10 ადგილის მფლობელია (გამარჯვებულია)ოლიმპიადის ის მონაწილე, რომელმაც მესამე ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60% და ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად მოხვდა შესაბამისი კლასის/კლასების და საგნის რეიტინგული სიის მე-2-მე-10 ადგილზე.

8. ოლიმპიადის გამარჯვებულია ოლიმპიადის ის მონაწილე/მონაწილეები, რომლის/რომლების ქულა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად ემთხვევა ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ რეიტინგულ სიაში მეათე ადგილზე მყოფი მოსწავლის ქულას.

9. ოლიმპიადის გამარჯვებულთა სია ცენტრის მიერ გამოქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.“;

18. მე-17 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. ოლიმპიადები წერილობითი, ზეპირი და ექსპერიმნტუ ფორმით მიმდინარეობს ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურით.“.

19. მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) მეორე და მესამე ტურის პროცედურულ დარღვევებზე წარმოშობილი პრეტენზიები განიხილება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის მიერ და მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით..

20. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე ოლიმპიადის მონაწილე უფლებამოსილია, შესაბამისი ოლიმპიადის დასრულების მეორე დღის 17 საათამდე პრეტენზია შეიტანოს:

ა) პირველი ტურის პროცედურულ დარღვევებზე შესაბამისი საპრეტენზიო კომისიის სახელზე;

ბ) მეორე და მესამე ტურის პროცედურულ დარღვევებზე  ცენტრის დირექტორის სახელზე.“.

21.  მე-20 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. საპრეტენზიო კომისია 5 კალენდარული დღის განმავლობაში განიხილავს საპრეტენზიო განაცხადს და:

ა) პირველი ტურის პროცედურულ დარღვევებზე თავის გადაწყვეტილების შინაარსს აცნობებს ოლიმპიადის მონაწილეს და ცენტრს;

ბ) მეორე და მესამე ტურის პროცედურულ დარღვევებზე თავის დასკვნას წარუდგენს ცენტრის დირექტორს.

5. ტესტირების პროცედურის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში მიიღება შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები:

ა) ოლიმპიადის მონაწილის უფლებების დარღვევის დადასტურებისას მისი ნაშრომის გასწორების თაობაზე;

ბ) ოლიმპიადის მონაწილის მიერ ტესტირების პროცედურის დარღვევისას მისი ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე.“;

22. მე-20 მუხლის მე-6 პუნქი ამოღებულ იქნეს.

23. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) მეორე და მესამე ტურის  შედეგების თაობაზე თითოეული საგნის მიხედვით წარმოშობილი დავები განიხილება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის მიერ და მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით..

24. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საპრეტენზიო კომისია განიხილავს მხოლოდ  ტესტის იმ დავალების შეფასების სისწორეს, რომელიც მითითებული იყო საპრეტენზიო განაცხადში. საპრეტენზიო კომისიას საპრეტენზიო განაცხადის შეტანიდან 5 დღის ვადაში გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება ან დასკვნა.“.

25. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) პირველი ტურის ტესტირების შედეგებზე პრეტენზიების განხილვის შემდეგ არა უგვიანეს 2 დღისა, რესურსცენტრი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ცენტრს წარუდგენს ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგებთან დაკავშირებულ ინფორმაციას ცენტრის მიერ  დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;.

26. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული რეიტინგული სიები საპრეტენზიო განაცხადების განხილვის დასრულებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, ცენტრის მიერ გამოქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე..

27. 24-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ამ წესის მე-16 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ ოლიმპიადის მონაწილეს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოლიმპიადის მონაწილეებისა, გადაეცემა სიგელი, რომელიც ადასტურებს, რომ ოლიმპიადის მონაწილემ გაიმარჯვა ოლიმპიადის მესამე ტურში. ოლიმპიადის მესამე ტურში გამარჯვებულ მოსწავლეებს, სამინისტროს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გადაეცეთ პრიზი/პრიზები.

3. ამ წესის მე-16 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული რეიტინგული სიის ოლიმპიადის პირველ სამ მონაწილეს გადაეცემა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დიპლომები პირველი, მეორე და მესამე ადგილის შესაბამისად. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დიპლომის მქონე მოსწავლეებს სამინისტროს გადაწყვეტილებით გადაეცემათ პრიზი/პრიზები..

28. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

,,4. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის წელს მოსწავლის შესაბამის კლასში არ ტარდება ოლიმპიადა და მოსწავლე, ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მონაწილეობას იღებს უფრო მაღალი კლასისთვის/კლასებისთვის განსაზღვრული საგნის ოლიმპიადაში და არ არის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწიებული ოლიმპიადის მონაწილე, მას გადაეცემა დიპლომი, რომელიც ადასტურებს, რომ ოლიმპიადის მონაწილემ გაიმარჯვა უფრო მაღალი კლასის ოლიმპიადის მესამე ტურში. ოლიმპიადის მესამე ტურში გამარჯვებულ მოსწავლეებს, სამინისტროს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გადაეცეთ პრიზი/პრიზები..

29. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) იმ შემთხვევაში, თუ ოლიმპიადის მონაწილემ, მეორე ტურის შედეგების გათვალისწინებით, თითოეულ საგანში დააგროვა ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50%, მაგრამ ვერ მოიპოვა მონაწილეობის მიღების უფლება ოლიმპიადის მესამე ტურში – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ენიჭება 3 ქულა;.

30. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ.ა“ ,,გ.ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ.ა) ამ საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60% და დაიკავა მე-11 და ქვემოთ ადგილი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ენიჭება 6 ქულა;

გ.ბ) ამ საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60% და დაიკავა მე-4–მე-10 ადგილი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ენიჭება 7 ქულა;

გ.გ) ამ საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60% და დაიკავა მესამე ადგილი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ენიჭება 10 ქულა;

გ.დ) ამ საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60% და დაიკავა მეორე ადგილი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ენიჭება 15 ქულა;

გ.ე) ამ საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60% და დაიკავა პირველი ადგილი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ენიჭება 20 ქულა..

მუხლი 2. ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე ცენტრისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2011 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარებისთვის გატარებული შესაბამისი ღონისძიებები, ჩაითვალოს ამ ბრძანების შესაბამისად განხორციელებულად.

მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი