„შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 აგვისტოს №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 აგვისტოს №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 459
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111206032, 06/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.016619
  • Word
459
01/12/2011
ვებგვერდი, 111206032, 06/12/2011
040170020.10.003.016619
„შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 აგვისტოს №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 459

2011 წლის 1 დეკემბერი

. თბილისი

 „შპს საქართველოს ლატარიის კომპანიის სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 აგვისტოს №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 აგვისტოს №322 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 18/08/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ:

1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია 2 წლის განმავლობაში.“.

2. დადგენილებით დამტკიცებულ წესის:

ა) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

6. წესი არ მოქმედებს იმ შესყიდვებზე, რომლებზეც არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები/მოქმედება.“;

ბ) მე-2 მუხლს  დაემატოს შემდეგი შინაარსის „“ და „ ქვეპუნქტები:  

მ) ერთ პირთან მოლაპარაკება – შესყიდვის საშუალება, როდესაც დასაშვებია მიმწოდებლის პირდაპირი შერჩევა; 

     ნ) სამშენებლო სამუშაო – შენობის, ნაგებობის ან სხვა ობიექტის მშენებლობასთან, რეკონსტრუქციასთან, ნგრევასთან, რემონტთან ან განახლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაო (მათ შორის, სამშენებლო მოედნის მოწყობა, გრუნტის ამოღება, შენობის ან ნაგებობის აგება-აშენება, აღჭურვილობის მონტაჟი,  მოპირკეთება და მოსაპირკეთებელი სამუშაოები, მშენებლობასთან დაკავშირებული საკომუნიკაციო ქსელების მოწყობის სამუშაოები), აგრეთვე მშენებლობის თანდევი მომსახურება, როგორიცაა ბურღვა, გეოდეზიური სამუშაოები, კოსმოსური და აეროგადაღება, სეისმური კვლევა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ანალოგიური მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება სამშენებლო სამუშაოს ღირებულებას.“;

გ) მე-4  მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები

1. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული პირი (შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ თანამშრომელი, კონსულტანტი, ექსპერტი და სხვ.) ვალდებულია, განაცხადოს წერილობითი უარი  შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში მონაწილეობის თაობაზე.

2. დაუშვებელია, რომ შპს საქართველოს ლატარიის კომპანიამშესყიდვის მომზადება, განხორციელება ან/და მასზე ზედამხედველობა დააკისროს პირს ან კონსულტანტად (ექსპერტად) მოიწვიოს პირი, თუ იგი:

ა) ფიზიკური პირია და არის შესყიდვის მონაწილე იურიდიული პირის ხელმძღვანელის ახლო ნათესავი;

ბ) პირადი ინტერესით დაკავშირებულია ან ასეთი კავშირის დასამყარებლად მოლაპარაკებას აწარმოებს შესყიდვის მონაწილე იურიდიულ ან ფიზიკურ პირებთან.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები ვრცელდება აგრეთვე:

ა) ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი პირების მიმართ;

ბ) ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის განხორციელების შესახებ მოლაპარაკების მონაწილე პირების მიმართ.

4. ამ მუხლის დებულებები არ ვრცელდება და ინტერესთა კონფლიქტად არ ჩაითვლება, თუ შესყიდვა ხორციელდება იმ საწარმოდან, რომელსაც მართვის უფლებით გადაცემული აქვს შემსყიდველი ორგანიზაციის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილი.“;

დ) მე-6  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. შესყიდვის საშუალებები

1. შესყიდვა ხორციელდება პირობათა გამოკითხვის საშუალებით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, შემდეგი პირობებიდან ერთერთის არსებობისას:

ა) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 3 000 000 ლარს; 

ბ) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა არის მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლება;

გ) მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია შესყიდვა იმავე მიმწოდებლისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველი მიწოდების ღირებულებას;

დ) ხორციელდება ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის ან ნებისმიერი სიმძლავრის და ტიპის ელექტროგენერატორის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებით, კომპიუტერული ტექნიკით ან/და ნებისმიერი სიმძლავრის და ტიპის ელექტროგენერატორით ჩანაცვლება; ასეთ შემთხვევაში ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის ან/და ნებისმიერი სიმძლავრის და ტიპის ელექტროგენერატორის ღირებულების ნაწილი ანაზღაურდება ჩასანაცვლებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის ან/და ნებისმიერი სიმძლავრის და ტიპის ელექტროგენერატორის მიმწოდებლისათვის დაბრუნებით ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემით, რომელიც ახდენს მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზაციას;

ე) თუ საქონლის ან მომსახურების შესყიდვა ხორციელდება კომპანიის პარტნიორისაგან ან კომპანიის პარტნიორის მიერ მართვის უფლებით გადაცემული წილის მფლობელისაგან;

ვ) ხორციელდება წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული შესყიდვა. ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით წარმომადგენლობითი ხარჯები განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით;

ზ) შესყიდვა ხორციელდება საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით;

თ) ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წლოვანების ან/და პირობების მქონე გარანტიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების ან/და საცხებ-საპოხი მასალების სახელმწიფო შესყიდვა;

ი) არსებობს ამ წესის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით  განსაზღვრული გადაუდებელი აუცილებლობა, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს შემსყიდველი ორგანიზაციის დირექტორი ან პირობათა გამოკითხვის კომისია. 

3. შესყიდვის ობიექტის ამ მუხლის მე-2 პუნქტის “ – „ ქვეპუნქტების შესაბამისად, შესყიდვის განხორციელებისას მისი ღირებულება არ უჯამდება ამ შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სავარაუდო ღირებულებას.

4. პირობათა გამოკითხვის პროცედურებს ახორციელებს კომისია.

5. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია საქონლისა და მომსახურების შესყიდვები ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“;

ე) მე-8 მუხლის:

ე.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. პირობათა გამოკითხვის ჩატარებისას კომისია პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაციას (შემდგომში – დოკუმენტაცია) უგზავნის თავის მიერ შერჩეულ არანაკლებ სამ პირს. თუ ვერ მოხერხდა სამი პირის შერჩევა, ან კომისიის გადაწყვეტილებით, პირობათა გამოკითხვის შესახებ განცხადება ქვეყნდება გაზეთ „24 საათში“ ან სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.“;

ე.ბ) მე-2 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შესასყიდი საქონლისა და მომსახურების სახეობა, ხარისხი და სავარაუდო ღირებულება. აგრეთვე სხვა მონაცემები, რომელთა მითითებას შპს „საქართველოს ლატარიის კომპანია“ საჭიროდ მიიჩნევს შესყიდვის ობიექტის აღწერის მიზნით;“;

ვ) მე-11  მუხლის:

ვ.ა) მე-3 და მე‑4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. შესული წინადადებების შერჩევა ხდება იმავე დღეს, წინადადების მიღების დამთავრებისთანავე.

 4. კომისია პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ:

    ა) პირობათა გამოკითხვის კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვერ შეძლებს, ან არ მოახდენს პირობათა გამოკითხვის განცხადებითა და დოკუმენტაციით მოთხოვნილი დოკუმენტაციის დაზუსტებას, შევსებას, წარდგენას ან დადასტურებას;

ბ) შესყიდვის პროცედურების დროს ადგილი ექნება პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერ ქმედებას;

გ) შესყიდვის პროცედურების მონაწილე პირის მიერ წარდგენილი მონაცემები ან/და მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება;

    დ) წინადადებით წარდგენილი ფასი (ლოტების მიხედვით) აღემატება შემსყიდველი ორგანიზაციის ფინანსურ შესაძლებლობებს.“;

ვ.ბ) მე-10  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10. შეფასებისას გამოყენებულ თითოეულ კრიტერიუმს უნდა გააჩნდეს ციფრობრივად გამოსახული ხვედრითი წონა ჯამურ შეფასებაში (პრიორიტეტულობის მაჩვენებელი), რომელიც უნდა გამოიხატოს კოეფიციენტის სახით, ამასთან, ყველა კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტების ჯამი უნდა უდრიდეს ერთ მთელს.“;

ზ) მე-12  მუხლის მე-6  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტების მიერ წინადადების ფასის ცვლა ხორციელდება რიგითობით. წინადადების ფასის ცვლას თითოეულ რაუნდზე იწყებს შეფასებაზე დაშვებული უმაღლესი წინადადების ფასის მქონე და რიგითობის პრინციპით აგრძელებს ყოველი წინაზე უფრო დაბალი ფასის წარმდგენი.“;

თ) მე-16  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 16. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები და  მათი გადასინჯვის წესი

1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) მხარეთა ზუსტ დასახელებას და რეკვიზიტებს;

ბ) ხელშეკრულების ობიექტის დასახელებას, კლასიფიკატორის შესაბამისი კლასის, ჯგუფის ან დანაყოფის კოდ;

გ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას – ხელშეკრულების ღირებულებას;

დ) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ვადას;

ე) ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის პირობებს (გამოყენების შემთხვევაში);

ვ) ხელშეკრულების მოქმედების კონკრეტულ ვადას.

2. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობის გარანტია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული შესყიდვისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.

3. ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 500 000 ლარს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულების შესრულების გარანტია ან დაზღვევა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ხელშეკრულების ღირებულების 2%-დან 10%-მდე ოდენობით.

5. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს დამატებითი პირობები.

6. ხელშეკრულების დადება არ არის სავალდებულო:

ა) ინტერნეტით გამოწერის გზით ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისას;

ბ) წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული შესყიდვის განხორციელებისას;

გ) საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით განხორციელებული შესყიდვისას.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელშეკრულება შესაძლებელია ჩანაცვლდეს შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტით, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) შესყიდვის ობიექტის დასახელებას;

ბ) შესყიდვის ობიექტის ღირებულებას;

გ) შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დადასტურებას;

დ) მიმწოდებლის დასახელებასა და საიდენტიფიკაციო ნომერს.

8. ინტერნეტით გამოწერის გზით ერთ პირთნ მოლაპარაკების საშუალებით განსახორციელებელი შესყიდვის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-7 პუნქტის „გ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი შესაძლებელია ჩანაცვლდეს ინტერნეტის საშუალებით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით.

9. ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.

10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა.“;

ი) მე-17 მუხლი ამოღებულ იქნ;

კ) №1 დანართი ამოღებულ იქნს.

 მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

     პრემიერ-მინისტრი                                                                    ნ. გილაური