დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 449 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 01/12/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111206022, 06/12/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 300380010.10.003.016609 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №449
2011 წლის 1 დეკემბერი
ქ. თბილისი
„დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში (სსმ, 2005 წ., მუხ. 1697) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) 2012 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე:
გ.ა) ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 47;
გ.ბ) გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 300 მგ/კგ;
გ.გ) სიმკვრივე 150C – არა უმეტეს 845 კგ/მ3;
გ.დ) პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არა უმეტეს 11%;
დ) 2014 წლის 1 იანვრიდან:
დ.ა) ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 48;
დ.ბ) გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 200 მგ/კგ;
დ.გ) სიმკვრივე 150C – არა უმეტეს 845 კგ/მ3;
დ.დ) პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არა უმეტეს 11%.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 31 დეკემბრიდან.
პრემიერ‑მინისტრი ნ. გილაური
დოკუმენტის კომენტარები