საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 447
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111206020, 06/12/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 30/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016607
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
447
01/12/2011
ვებგვერდი, 111206020, 06/12/2011
040030000.10.003.016607
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/12/2011 - 29/07/2013)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 447

2011 წლის 1 დეკემბერი

. თბილისი

 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ

მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2012 წლის 1 იანვრამდე რეორგანიზებულ იქნეს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტად.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლედ.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეგისტრაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებლად განისაზღვროს სახელმწიფო, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარმოადგენს.

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელოს არასამეწარმეო (არაკომერციულ ) იურიდიულ პირათვისსოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტათვის ქონების გადაცემა ანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი      ნ. გილაური