„სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 ნოემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 51
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/12/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111206016, 12/12/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 31/08/2012
სარეგისტრაციო კოდი 330120020.35.153.016079
  • Word
51
05/12/2011
ვებგვერდი, 111206016, 12/12/2011
330120020.35.153.016079
„სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 ნოემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მცხეთის მუნიციპალიტეტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №51

2011 წლის 5 დეკემბერი

ქ. მცხეთა

,,სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 ნოემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 მუხლის ლ” ქვეპუნქტის, „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის 231 მუხლის პირველი პუნქტის, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 ნოემბრის №50 დადგენილების დანართში, კერძოდ, I ზონის აღწერის გრაფაში მითითებული ,,ცენტრალური ავტომაგისტრალის’’ ნაცვლად ჩაიწეროს ,,თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილი გზა’’ (დანართი).

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ა. კალანდაძე

                                                                                                                                           დანართი

ჯარიმის ოდენობები მცხეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადეგნილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ზონების მიხედვით

ზონა

ზონის აღწერა

ჯარიმის ოდენობა (ლარებში) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემოწმების აქტის შედგენის დღისთვის არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე

1

I ზონა

მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონები;

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გასწვრივ 50. რადიუსით 

1.0

2

II ზონა

. მცხეთა

სოფ. საგურამო

0.7

3

III ზონა

მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები

0.1