„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 251
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 05/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111206008, 06/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.025.016049
  • Word
251
05/12/2011
ვებგვერდი, 111206008, 06/12/2011
300300000.22.025.016049
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №251

2011 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში” (სსმ III, 31.08.2006 წ., №117, მუხლი 1581) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ახლად აშენებული ელექტროსადგურის მფლობელ კვალიფიციურ საწარმოსთან  – ამ წესების 362 მუხლის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“

2. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ წესების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ელექტროენერგიას სისტემის კომერციული ოპერატორი შეისყიდის შესაბამისი პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასით.“.

3. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. სისტემის კომერციული ოპერატორი მე-13 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ კვალიფიციურ საწარმოებზე საბალანსო ელექტროენერგიას ყიდის საანგარიშო პერიოდში ამ მუხლის პირველი და 11 პუნქტის საფუძველზე შესყიდული და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით, რომლის ფორმირებაშიც არ მონაწილეობს ამ მუხლის  მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობა და ღირებულება..

4.  დაემატოს შემდეგი შინაარსის 362 მუხლი:

     „მუხლი 362. ახლად აშენებული ელექტროსადგური

1. თუ ახლად აშენებული ელექტროსადგურის მიერ მიღების პუნქტში გადაცემული ელექტროენერგია (მთლიანად ან ნაწილობრივ) არ არის შესყიდული წინასწარ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულებით (მათ შორის, ელექტროსადგურის მფლობელ კვალიფიციურ საწარმოსა და სისტემის კომერციულ ოპერატორს შორის მოქმედი კანონმდებლობის ან/და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულებით), ახლად აშენებული  ელექტროსადგური ითვლება ამ ელექტროენერგიის გამყიდველად სისტემის კომერციულ ოპერატორზე სტანდარტული პირობებით შედგენილი პირდაპირი ხელშეკრულებით.

2. სტანდარტული პირობებით შედგენილი პირდაპირი ხელშეკრულების ფარგლებში სისტემის კომერციული ოპერატორი, ახლად აშენებული  ელექტროსადგურისგან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვისას, ანგარიშსწორებას ახორციელებს:

ა) ყოველი კალენდარული წლის 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე – პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობების საფუძველზე ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მწარმოებლების მიერ სისტემის კომერციულ ოპერატორზე გაყიდული ყველაზე მაღალი ელექტროენერგიის ტარიფით (ფასით), გარდა გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ტესტირების რეჟიმში გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფისა;

ბ) ყოველი კალენდარული წლის 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე – რეგულირებადი ფიქსირებული ტარიფის მქონე იმ ჰიდროელექტროსადგურების ტარიფით, რომელსაც კომისიის მიერ დადგენილი აქვს ყველაზე დაბალი ტარიფი.“.

 მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ხეთაგური