საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 790
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 05/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111205038, 05/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.08.002.016372
  • Word
790
05/12/2011
ვებგვერდი, 111205038, 05/12/2011
040030000.08.002.016372
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 790

 2011 წლის 5 დეკემბერი

 ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლბისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:

1. ლიკვდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური (შემდეგში – სამსახური).

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს სამსახურის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

3. სამსახურის ლიკვიდაციის შემდეგ სამსახურის უფლებები და მის მიერ ნაკისრი მოვალეობები განახორციელოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირბის სააგენტომ.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 7 ივნისის 386 ბრძანებულება.

5. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი