„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5307-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/11/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111205025, 05/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 080050000.05.001.016484
  • Word
5307-IIს
24/11/2011
ვებგვერდი, 111205025, 05/12/2011
080050000.05.001.016484
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის (აქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 23, 04.05.2010, მუხ. 131) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1

1. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებმაც 2011 წლის 1 ნოემბრამდე ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლით ან/და 362-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია არა უგვიანეს 20032004 სასწავლო წლის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის – ატესტატის შეძენასთან ან გამოყენებასთან.

2. ამ კანონის შესაბამისად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან არ გათავისუფლდებიან პირები, რომელთა მიერ ჩადენილი ქმედებაც დაკავშირებულია არა უგვიანეს 20032004 სასწავლო წლის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის – ატესტატის გამოყენებასთან და 2011 წლის 1 ნოემბრისთვის ეს ქმედება არ არის შეწყვეტილი.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                        მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 24 ნოემბერი.

5307-II