დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5298-IIს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 24/11/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111205023, 05/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360050000.05.001.016482 |
საქართველოს კანონი
„თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 21.05.2003, მუხ. 68) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) თევზჭერა, ნადირობა და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა.“.
2. 31-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. ილტოს აღკვეთილში დაშვებულია დადგენილი წესით თევზჭერა, ნადირობა და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა.“.
3. 33-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. ლაგოდეხის აღკვეთილში დაშვებულია დადგენილი წესით თევზჭერა, ნადირობა და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 24 ნოემბერი.
№5298-IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები