„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5292-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/11/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111205019, 05/12/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250000.04.001.016027
  • Word
5292-IIს
24/11/2011
ვებგვერდი, 111205019, 05/12/2011
010250000.04.001.016027
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

�ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ� საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. �ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ� საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, � 2, 09.01.2006, მუხ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის �გ� ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 44. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების გასაჩივრება, შეჩერება, ბათილად ცნობა და ძალადაკარგულად გამოცხადება

1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების გასაჩივრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსითა და �ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ� საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული წესით შეიძლება:

ა) საკრებულოს დადგენილებისა � სასამართლოში ;

ბ) საკრებულოს განკარგულებისა � სასამართლოში, აგრეთვე თუ განკარგულება მიღებულია დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროში � სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოში;

გ) საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებისა � სასამართლოში, აგრეთვე თუ ბრძანება გამოცემულია დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროში � სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოში;

დ) გამგებლის (მერის) ბრძანებისა � სასამართლოში, აგრეთვე თუ ბრძანება გამოცემულია დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროში � სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოში.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების შეჩერება ხდება საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული წესით.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და �ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ� საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული წესით შეუძლიათ:

ა) საკრებულოს დადგენილებისა � საკრებულოს და სასამართლოს;

ბ) საკრებულოს განკარგულებისა � საკრებულოს, სასამართლოს, აგრეთვე თუ განკარგულება მიღებულია დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროში და გასაჩივრებულია დაინტერესებული მხარის მიერ � სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს;

გ) საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებისა � საკრებულოს თავმჯდომარეს, სასამართლოს, აგრეთვე თუ ბრძანება გამოცემულია დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროში და გასაჩივრებულია დაინტერესებული მხარის მიერ � სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს;

დ) გამგებლის (მერის) ბრძანებისა � გამგებელს (მერს), სასამართლოს, აგრეთვე თუ ბრძანება გამოცემულია დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროში და გასაჩივრებულია დაინტერესებული მხარის მიერ � სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს.

4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების ძალადაკარგულად გამოცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული წესით შეუძლიათ თავად აქტის მიმღებ (გამომცემ) ორგანოს (თანამდებობის პირს) და სასამართლოს. საკრებულოს დადგენილება, რომელიც მიღებულია დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში �ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ� საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული წესით, ძალადაკარგულად შეიძლება გამოაცხადოს საქართველოს მთავრობამ.�.

3. X თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობა და აუდიტი�.

4. 55-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 55. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობის კანონიერებისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა

ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების კანონიერებისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის:

ა) სახელმწიფო ზედამხედველობა;

ბ) აუდიტი;

გ) დამოუკიდებელი აუდიტი;

დ) შიდა აუდიტი და ინსპექტირება.�.

5. 57-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 57. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის აუდიტი, დამოუკიდებელი აუდიტი, შიდა აუდიტი და ინსპექტირება

1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის აუდიტს ახორციელებს საქართველოს კონტროლის პალატა �საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ� საქართველოს კანონით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში.

2. საკრებულოს გადაწყვეტილებით, არა უმეტეს წელიწადში ერთხელ �აუდიტორული საქმიანობის შესახებ� საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოწვეულმა აუდიტორმა შეიძლება ჩაატაროს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის დამოუკიდებელი აუდიტი. საკრებულოს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ მიიღება საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით. დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში და დასკვნა წარედგინება საკრებულოს, ეგზავნება საქართველოს კონტროლის პალატას და ქვეყნდება საჯაროდ.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს � გამგეობის (მერიის) საქმიანობის შიდა აუდიტი და ინსპექტირება ხორციელდება �სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ� საქართველოს კანონისა და გამგეობის (მერიის) დებულების შესაბამისად. შიდა აუდიტის განმახორციელებელ სუბიექტებს განსაზღვრავს საკრებულო გამგეობის (მერიის) დებულებით.�.

6. 58-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 24 ნოემბერი.

�5292- II