დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 54 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/11/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111205011, 07/12/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.35.162.016078 |
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №54
2011 წლის 30 ნოემბერი
ქ. ახმეტა
„თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. „თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 აგვისტოს №22 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 110811010, 16/08/2011) დამტკიცებულ დანართი №1-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ა) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტში სიტყვები ,,მე-4 პუნქტით“ შეიცვალოს სიტყვებით ,,მე-3 პუნქტით“.
2. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) ბეს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბეს გადახდას უთანაბრდება ასევე მონაწილის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რაც საჯარო აუქციონის განმახორციელებელ სუბიექტს გადაერიცხება მონაწილის საჯარო აუქციონში გამარჯვებისთანავე ან ამ წესით დადგენილი პირობების დარღვევის შემთხვევაში), ან უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის დამადასტურებელ დოკუმენტს;“.
3. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტში სიტყვები ,,დანართი 10“ შეიცვალოს სიტყვებით ,,დანართი №10“;
4. მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტში სიტყვა ,,წარმოადგენს“ შეიცვალოს სიტყვით ,,შეადგენს“.
5. მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. ოქმით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა წარმოადგენს გამყიდველის მიერ აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძველს.“.
6. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის პირველ წინადადებაში სიტყვები ,,საჯარო აუქციონში გამარჯვებული“ შეიცვალოს სიტყვებით ,,საჯარო აუქციონში გამარჯვებულის“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაილაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები