,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარების და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 52
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/11/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111205009, 07/12/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 22/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.162.016076
  • Word
52
30/11/2011
ვებგვერდი, 111205009, 07/12/2011
010260020.35.162.016076
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარების და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №52

2011 წლის 30 ნოემბერი

ქ. ახმეტა

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარების და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 მუხლი 1. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარების და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №23 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 03/11/2010) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას და დამუშავებას;

ბ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების და პროექტების შემუშავებას, მათ მონიტორინგს;

გ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოების წილების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების მონაცემთა ბაზის შექმნას და განახლებას;

 დ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას;

 ე) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;

 ვ) წინადადებებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;

 ზ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;

თ) შეიმუშავებს წინადადებებს გარე ვაჭრობისა და რეკლამის რეგულირების საკითხზე;

ი) ახორციელებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის, სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;

კ) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად, უზრუნველყოფს:

კ.ა) ახმეტის მუნიციპალიტეტის დაკვეთით ასაშენებელი ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;

კ.ბ) მშენებლობის ნებართვის გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;

კ.გ) მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების თაობაზე გამგებლის ბრძანების პროექტის მომზადებას;

ლ) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“

2. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს.

 მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            ა. მაილაშვილი