ახმეტის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ

ახმეტის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 49
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/11/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111205006, 07/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.162.016073
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
49
30/11/2011
ვებგვერდი, 111205006, 07/12/2011
010250050.35.162.016073
ახმეტის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (07/12/2011 - 02/03/2015)

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 49

2011 წლის 30 ნოემბერი

ქ. ახმეტა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

  დამტკიცდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის სიმბოლოები (გერბი და დროშა) და მათი აღწერილობა (დანართი №1, დანართი №2), საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს 2011 წლის 14 ნოემბრის №85 წერილის (თანხმობის) შესაბამისად.   

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                    ა. მაილაშვილი

 

დანართი №1

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის გერბი

 

 

axmeta-bolo-B - Copy.jpg

 

 

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა

გერბის ფარი სამ ნაწილადაა გაყოფილი ორთითასებრი ვერცხლის ქობაშემოვლებული ლაჟვარდის ჯვრით. ორთითა ჯვარზე, ცენტრში, მოთავსებულია ვერცხლის ქობაშემოვლებული მცირე ფარი, რომელიც ტეხილად არის გადაკვეთილი და იყოფა მეწამულ და ლაჟვარდოვან ველებად. მეწამულ ველზე მოთავსებულია სამი ვერცხლის ციხე-კოშკი. გულის ფარის თავი წარმოადგენს ლაჟვარდოვან ველს. გერბის ფარის I ნაწილში მეწამულ ველზე მოთავსებულია ირიბად გადაჯვარედინებული ოქროს მახვილი და შურდული; II ნაწილში – მეწამულ ველზე ოქროს ვერძი; III ნაწილში – მეწამულ ველზე ყურძნის ოქროს მტევანი ორი ოქროს ფოთლით.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია გერბის დევიზი ,,ახმეტა“.

 

დანართი №2

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის დროშა

 

axmeta-bolo-B - Copy.jpg

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა

დროშის მეწამულ ველზე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გამოსახულია ორთითასებრი ვერცხლის ქობაშემოვლებული ლაჟვარდის ჯვარი, რომლის ორთითა დროშის ტარისკენაა მიმართული.

დროშის პროპორციაა 2:3.