დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესების დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 63 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/11/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111205003, 07/12/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.114.016085 |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №63
2011 წლის 25 ნოემბერი
დ. ჩოხატაური
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:
„ჩოხატაურის მუნციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №13 დადგენილებაში (სსმ, 26.01.2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
მუხლი 1
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 თავის მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მრავალშვილიან ოჯახებზე, რომლებსაც ჰყავთ 4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი გაიცემა ყოველთვიური ფულადი დახმარება, თუკი ისინი რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა 10000-ზე ნაკლებია, 57 000-ზე მეტია და არ აღემატება 100 000-ს“.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია არსებული წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხუნდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები