დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32.47.1358 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია) |
| მიღების თარიღი | 01/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111202014, 06/12/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260050.37.101.016092 |
ქალაქ თბილისის მთავრობის
დადგენილება №32.47.1358
2011 წლის 1 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილებაში (სსმ , ვებგვ ერდი, 250211, 25.02.2011წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 4. სააგენტო უფლებამოსლია ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის თაობაზე დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე გამოსცეს აქტი. სააგენტოს მიერ გამოცემული აქტი , დაინტერესებული პირის მხრიდან გაცნობისთანავე , უთანაბრდება ხელშეკრულებას.“ ;
ბ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:
„81 . სააგენტო უფლებამოსილია ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ გაცემული აქტის საფუძელზე , საკუთარი შეხედულებისამებრ, განახორციელოს სარგებლობის უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, სარგებლობის უფლების მიმღები პირის მიერ რეგისტრ აციასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შემთხვევაში.“ ;
გ) დადგენილების 91 პუნქტით დამტკიცებული დანართი 2 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით თანდართული დანართის შესაბამისად ;
დ) დადგენილების 92 პუნქტით დამტკიცებული დანართი 3-ის სარგებლობის პირობებიდან ამოღებულ იქნ ეს 7.1 პუნქტი ;
ე) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 93, 94, და 95 პუნქტები:
„93. დადგენილების თანდართული ფორმების ტექსტი შესაძლებელია შეიცვალოს მოქმედი კანონმდებლობისა და გადასაცემი ობიექტის თავისებურებათა გათვალისწინებით.
94. სააგენტოს მიერ ელექტრონული ფორმით გამოცემული აქტი და მისი ამონაბეჭდი წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს, თუ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დოკუმენტის ნამდვილობა გადაამოწმოს სააგენტოს ინტერნეტ საიტის მეშვეობით.
95 . სააგენტოს მიერ გამოცემულ ელექტრონულ აქტს აქვს იურიდიული ძალა ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე.“ .
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ქ. თბილისის მერის პირველი
მოადგილე (ვიცე -მერი) დ . ნინიძე
დანართი 2
სააგენტოს გადაწყვეტილება
1. დაკმაყოფილდეს ------------------------------- (ფიზიკური/იურიდიული პირის) (პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი: -------) განცხადება და პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის უფლებით, ---- წლის ვადით გადაეცეს ქ. თბილისში, (უძრავი ქონების მისამართი, ფართი და მიწის საკადასტრო კოდი: №----) -------- მიზნით.
2. გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების საიჯარო პირობები განისაზღვრება გადაწყვეტილების დანართით.
3. წინამდებარე გადაწყვეტილება ------ -ის ელექტრონულ განცხადებასთან ერთად გათანაბრებულია ხელშეკრულებასთან, რომლის განუყოფელ ნაწილს შეადგენს თანდართული საიჯარო პირობები.
4. საიჯარო ურთიერთობის მხარეებს წარმოადგნენ ქ. თბილისის მერია (თბილისის თვითმმართველი ერთეული) – წარმოდგენილი ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს (მეიჯარე) სახით და ------- (მოიჯარე).
5. წინამდებარე გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით.
საფუძველი:
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების“ შესახებ საქართველოს კანონის 195 მუხლის მე-5 პუნქტი, ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-65 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესი“, „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილება
დანართი 2-ის დანართი
საიჯარო პირობები
1. აქტის შესაბამისად, გადაცემულ ქონებაზე იჯარის უფლება წარმოიშობა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
2. მოიჯარე უფლებამოსილია, იჯარით მიღებულ მიწის ნაკვეთზე განახორციელოს მხოლოდ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ შეთანხმებული პროექტით ან/და სხვა ფორმის თანხმობით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა/მონტაჟი.
3.1. ყოველწლიური იჯარის ღირებულება შეადგენს 1 კვმ-ზე -- (--) ლარს (შემდგომში „საიჯარო ქირა”).
3.2. საიჯარო ქირა გადახდილ უნდა იქნეს თანაბარწილად ყოველ 6 თვეში ერთხელ, არა უგვიანეს ყოველი ექვსთვიანი პერიოდის გასვლის უკანასკნელი დღისა. გადახდის ვადა აითვლება გადაწყვეტილების გაცნობის მომენტიდან.
3.3. საიჯარო ქირა გადაირიცხება შემდეგ საბანკო ანგარიშზე: მიმღების დასახელება: ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო
საიდენტიფიკაციო კოდი: ___________;
მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა;
ანგარიში: ______________;
ბანკის კოდი: ______________;
საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: __________;
(ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის იჯარიდან და მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა და სხვა) გადაცემიდან მიღებული შემოსავალი).
3.4. საიჯარო ურთიერთობის განმავლობაში ეროვნული ვალუტის ინფლაციის შემთხვევაში მეიჯარე უფლებამოსილია, გაზარდოს საიჯარო ქირა შესაბამისი ოდენობით. ასევე, ეკონომიკური პირობების ცვლილებების გათვალისწინებით, ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიწის ნორმატიული ფასის ცვლილების შემთხვევაში, საიჯარო ქირის გადახედვა ურთიერთობის მონაწილეების მიერ შესაძლებელია შეთანხმების საფუძველზე, ან მეიჯარე ამ პირობებით განსაზღვრული წესით ატყობინებს ქონების მიმღებს ახალი საიჯარო ქირის ოდენობას. წერილობითი შეტყობინებიდან ერთი თვის ვადაში შეთანხმების მიუღწევლობის და საიჯარო პირობებში ცვლილების გაუფორმებლობის შემთხვევაში მეიჯარე უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს საიჯარო ურთიერთობა.
4. მოიჯარე ვალდებულია მეიჯარის პირველივე მოთხოვნისთანავე გაათავისუფლოს იჯარით გადაცემული ქონება 1 თვის ვადაში.
5. იჯარით გადაცემულ ქონებაზე გამარჯვებულ სარეკლამო კომპანიასთან შეთანხმების გარეშე, მოიჯარემ არ უნდა განათავსოს რეკლამა თავის საქმიანობასთან დაკავშირებული რეკლამის გარდა.
6. საიჯარო ქირის გადახდა მოიჯარეს არ ათავისუფლებს მიწით სარგებლობისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადისა და საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული სხვა გადასახდელებისაგან.
7. მეიჯარე ადასტურებს, რომ თანახმაა მოიჯარემ გამოიყენოს იჯარის საგანი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული მიზნით. გაუთვალისწინებელი მიზნით ქონების გამოყენებისას მოიჯარე ვალდებულია მიიღოს მეიჯარის წინასწარი თანხმობა.
8. იჯარის ვადის გასვლის შემდგომ მოიჯარე ვალდებულია ქონება დააბრუნოს და , მესაკუთრის მოთხოვნის შემთხვევაში, მოიყვანოს იგი პირვანდელ მდგომარეობაში.
9.1 . იჯარის უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს მოიჯარე.
9.2 . მეიჯარე უფლებამოსილია, მოიჯარის ხარჯით თავად განახორციელოს იჯარის უფლების რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურები.
10.1. მეიჯარე თანახმაა, მოიჯარემ იჯარით გადაცემული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის: გააქირაოს, ქვეიჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) მესამე პირს მეიჯარესთან შემდგომი შეთანხმების გარეშე. ამასთან, მოიჯარე პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
10.2. ქონების მიმღები ვალდებულია მისთვის გადაცემული ქონების გამოყენებისას დაიცვას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, საიჯარო პირობები და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ, მოთხოვნისთანავე, მეიჯარის მიერ განსაზღვრულ ვადაში, წარუდგინოს ინფორმაცია მეიჯარეს.
10.3. ამ პირობებისა და ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების მიმღებ პირს ამ პირობებით განსაზღვრული ფორმით ეძლევა გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა. პირგასამტეხლო განსაზღვრულია საიჯარო პირობებით.
10.4. საიჯარო პირობების შეუსრულებლობის (დარღვევის) განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მეიჯარის მიერ მიიჩნევა საიჯარო ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტის საფუძვლად. ქონების მიმღებ პირს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება გაწეული ნებისმიერი სხვა ხარჯი. მეიჯარე უფლებამოსილია, ასევე, მოითხოვოს ქონებისთვის მიყენებული და სხვა სახის ზიანის და/ან ზარალის ანაზღაურება.
10.5. საიჯარო ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში სარგებლობის უფლების მიმღებ პირს არ უბრუნდება შემოტანილი თანხა და არ უნაზღაურდება გაწეული ხარჯები.
11. მოიჯარე ვალდებულია:
11.1. აცნობოს დაუყოვნებლივ მეიჯარეს, თუ ქონებას აღმოაჩნდება ნაკლი;
11.2. მოთხოვნისთანავე წერილობითი ან/და ელეტრონული ფორმით მეიჯარეს წარუდგინოს ინფორმაცია საიჯარო პირობებით და საქართველოს კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად;
11.3. ხელი შეუწყოს მეიჯარეს, საიჯარო პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე დოკუმენტური და ვიზუალური მონიტორინგის განხორციელებაში;
11.4. ხელი შეუწყოს მეიჯარეს, კანონმდებლობით და საიჯარო პირობებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში;
11.5. საიჯარო პირობების დარღვევის შემთხვევაში მოიჯარეს ეკისრება 12.1-12.3 პუნქტებით განსაზღვრული პირგასამტეხლო.
12.1. საიჯარო ქირის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო განსაზღვრულია ქირის 0,1%-ის, მაგრამ არანაკლებ 1 (ერთი) ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
12.2. პირგასამტეხლოს გადახდა უნდა განხორციელდეს შემდეგ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით:
მიმღები: ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო; საიდენტიფიკაციო კოდი: ________ მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა; ანგარიშის ნომერი: _________; ბანკის კოდი: _________; საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: __________.
12.3. საიჯარო პირობებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების (გარდა საიჯარო ქირის გადახდასთან დაკავშირებული ვალდებულებებისა) დარღვევის შემთხვევაში მოიჯარეს ეკისრება პირგასამტეხლო 100 (ასი) ლარის ოდენობით.
13.1. საიჯარო ურთიერთობა შეიძლება შეწყდეს:
13.1.1. მხარეთა ორმხრივი შეთანხმებით;
13.1.2.. მეიჯარის მიერ, ცალმხრივად: საიჯარო პირობების 3.4 მე-4 და 10.4 პუნქტებ ით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის პირველივე შემთხვევაში;
13.1.3 . კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში;
13.2. საიჯარო ურთიერთობა შეწყვეტილად ითვლება იჯარის მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში;
13.3. საიჯარო ურთიერთობა წყდება მოიჯარის განცხადებისა და სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს აქტის საფუძველზე, გარდა მეიჯარის მიერ ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტისა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში საკმარისია სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს მიერ მიღებული აქტი .
14.1. ნებისმიერი ცვლილება ან/და დამატება საიჯარო პირობებში შესაძლებელია განხორციელდეს მხარეთა შეთანხმებით – მოიჯარის განცხადებისა და სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე.
14.2. სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს მიერ საიჯარო პირობებში ცვლილების ინიციი რების შემთხვევაში მოიჯარის თანხმობა გამოიხატება ელექტრონული ან/და წერილობითი ფორმით გაცემული თანხმობით.
14.3. საიჯარო პირობებში ცვლილებები და დამატებები საჯარო რეესტრში რეგისტრირდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
15. დავის არსებობის შემთხვევაში მხარეებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს შესაბამისი იურისდიქციის მქონე სასამართლოს.
16.1. ყველა შეტყობინება, მოთხოვნა ან სხვა სახის კორესპონდენცია შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე, უნდა გაიგზავნოს პერსონალური გადაცემის გზით, წინასწარ გადახდილი დაზღვეული ფოსტით, საკურიერო სამსახურით ან ფაქსით, ასევე მეიჯარის მიერ 16.3 პუნქტით გათვალისწინებული წესით შესაბამის მხარესთან შემდეგ მისამართზე:
მოიჯარე
მისამართი:
ტელეფონი:
მობილური ტელეფონი:
ელ. ფოსტა:
მეიჯარე:
სსიპ – ქონების მართვის სააგენტო
მისამართი: ჟ. შარტავას №7, ქ. თბილისი, საქართველო
სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს უფროსი
16.2. მხარეები ვალდებული არიან დაუყოვნებლივ აცნობონ ერთმანეთს საკონტაქტო მონაცემების ნებისმიერი რეკვიზიტის ცვლილების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეტყობინება ითვლება მიმღები მხარის მიერ მიღებულად მის მიერ მითითებულ უკანასკნელ მისამართზე გამგზავნი მხარის მიერ გაგზავნის შემთხვევაში.
16.3. მეიჯარის მიერ ელექტრონულად (მათ შორის, ელექტრონული ფოსტით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით და სხვ.) მოიჯარის მიერ მითითებულ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება, მოთხოვნა და სხვა კორესპონდენცია ძალაშია ადრესატის შესაბამის მისამართზე (მათ შორის, ელექტრონულ ფოსტაზე) შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები