დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ” ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32.46.1357 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია) |
| მიღების თარიღი | 01/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111202013, 06/12/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.37.101.016091 |
ქალაქ თბილისის მთავრობის
დადგენილება №32.46.1357
2011 წლის 1 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ” ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე,
ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. ,,ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ” ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებით (სსმ , გვ.6, 01.07.2010წ.) დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განმსაზღვრელ წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„1. ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებასა და ხაზობრივი ნაგებობების მონტაჟის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებაზე აქტის გამოცემა:
ა) განცხადების მიღებიდან 15 დღის ვადაში – 100 ლარი;
ბ) განცხადების მიღებიდან 8 დღის ვადაში – 200 ლარი;
გ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 300 ლარი;
დ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში ვადაში – 400 ლარი.“;
ბ) 52 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილების 62–64 პუნქტებით გათვალისწინებული ქონების შემდგომ გამოყენებაზე (გარდა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) აქტის გამოცემა:
ა) განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში – 100 ლარი;
ბ) განცხადების მიღებიდან 8 დღის ვადაში – 200 ლარი;
გ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 300 ლარი;
დ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში ვადაში – 400 ლარი.“.
გ) 53 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, შემდგომი გამოყენების ან/და სამუშაოების წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.31.100 დადგენილების 21 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე ან/და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ნაგებობის მონტაჟზე/განთავსებაზე ან/და არსებულ ნაგებობაზე სამუშაოების წარმოებაზე აქტის გამოცემა:
ა) განცხადების მიღებიდან 15 დღის ვადაში – 100 ლარი;
ბ) განცხადების მიღებიდან 8 დღის ვადაში – 200 ლარი;
გ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 300 ლარი;
დ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 400 ლარი;
ე) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 500 ლარი.“;
დ) 54 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 54. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების, ფართობის ცვლილების (შემცირების) ან/და საზღვრების შეცვლის შესახებ აქტის გამოცემა
„ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილების 71 პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების, ფართობის ცვლილების (შემცირების) ან/და საზღვრების შეცვლის შესახებ აქტის გამოცემა:
ა) განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში – 100 ლარი;
გ) განცხადების მიღებიდან 8 დღის ვადაში – 200 ლარი;
დ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 300 ლარი;
ე) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 400 ლარი.“;
ე) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოსთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, დაინტერესებულ პირთან ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების დასადებად აქტის გამოცემა განცხადების მიღებიდან –
ა) 10 დღის ვადაში – 100 ლარი;
ბ) 5 დღის ვადაში – 150 ლარი;
გ) 3 დღის ვადაში – 250 ლარი;
დ) 1 დღის ვადაში – 350 ლარი.“;
ვ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დაინტერესებულ პირთან სარგებლობის უფლების ხელშეკრულების დასადებად აქტის გამოცემა, ქ. თბილისის მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან:
ა) 10 დღის ვადაში – 100 ლარი;
ბ) 5 დღის ვადაში – 150 ლარი;
გ) 3 დღის ვადაში – 250 ლარი.“;
ზ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. ამ მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების დასადებად აქტის გამოცემის მომსახურების საფასური ასევე მოიცავს საჯარო რეესტრში სარგებლობის უფლების 4 სამუშაო დღის ვადაში რეგისტრაციის საფასურს. “;
თ) 61 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. განვადების საფასური შეადგენს ლოტის საწყისი ღირებულების 0,5% ყოველ დამატებით 30 კალენდარულ დღეზე. ლოტის სრული/საბოლოო ღირებულების გადახდის ვადის ერთეული არის 30 კალენდარული დღე, სადაც ყოველ 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადა განისაზღვრება დამატებით 30 კალენდარულ დღედ. პირველი 30 კალენდარული დღისთვის ქონების შემძენი არ იხდის განვადების საფასურს.“;
ი) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის დადასტურებიდან:
ა) 8 დღის ვადაში – 50 ლარი;
ბ) 5 დღის ვადაში –100 ლარი;
გ) 3 დღის ვადაში – 200 ლარი;
დ) 1 დღის ვადაში – 300 ლარი.“;
კ) წესის 71 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოსთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, დაინტერესებული პირისთვის (მოვალისათვის) ვალდებულების მთლიანი ან ნაწილობრივი შესრულების დადასტურება ანდა შეზღუდვის მოხსნა, განცხადების მიღებიდან:
ა) 15 დღის ვადაში – 50 ლარი;
ბ) 8 დღის ვადაში – 100 ლარი;
გ) 5 დღის ვადაში – 200 ლარი;“;
ლ) 71 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ვალდებულების მთლიანი ან ნაწილობრივი შესრულების დადასტურება ან/და შეზღუდვის მოხსნა, ქ. თბილისის მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან:
ა) 15 დღის ვადაში – 50 ლარი;
ბ) 8 დღის ვადაში – 100 ლარი;
გ) 5 დღის ვადაში – 200 ლარი.“
მ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) უძრავი ქონების აუქციონში გამარჯვებულისთვის (ქონების საკუთრების ან/და სარგებლობის უფლებით შემძენისთვის) შეადგენს 250 ლარს;“;
ნ) მე-8 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. თუ ლოტში შედის რამდენიმე უძრავი ნივთი, უძრავ ქონებაზე საკუთრების და/ან სარგებლობის უფლების აუქციონში გამარჯვებული ამ მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფასურთან ერთად იხდის აუქციონის ჩატარების მომსახურების საფასურს – 100 ლარს , ყოველ დამატებით უძრავ ნივთზე. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების და/ან სარგებლობის უფლების აუქციონის ჩატარების მომსახურების საფასური ასევე მოიცავს საჯარო რეესტრში უფლების 4 სამუშაო დღის ვადაში რეგისტრაციის საფასურს. “.
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ქ. თბილისის მერის პირველი
მოადგილე (ვიცე -მერი) დ . ნინიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები