„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №08.32.412 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 32.45.1356
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 01/12/2011
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111202012, 06/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.37.101.016090
  • Word
32.45.1356
01/12/2011
ვებგვერდი, 111202012, 06/12/2011
040030000.37.101.016090
„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №08.32.412 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება №32.45.1356

2011 წლის 1 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის  მთავრობის 2010 წლის 30 მარტის 08.32.412 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“  . თბილისის მთავრობის 2010 წლის 30 მარტის 08.32.412 დადგენილების (სსმ გვ.16, 08.04.2010წ.) მე-2 პუნქტით დამტკიცებული ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს წესდებაში (დებულებაში) შევიდეს შემდეგი ცვლილება და წესდების (დებულების) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი  შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

4. სააგენტო, თავისი მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებისას, უფლებამოსილია აწარმოოს ნებისმიერი მიმოწერა, მიიღოს , შეადგინოს ან/და გასცეს დოკუმენტაცია, მიიღოს გადაწყვეტილება, გამოსცეს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი  როგორც წერილობითი, ასევე ელექტრონული ფორმით, ელექტრონული წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.

5. სააგენტოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილ ან/და გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, თუ ელექტრონული ფორმით გაცემული დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს ინტერნეტსაიტის მეშვეობით. სააგენტოს მიერ  ელექტრონული ფორმით გაცემულ დოკუმენტებს აქვ იურიდიულ ძალა ხელმოწერის და ბეჭდის გარეშე. .

2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერის პირველი

მოადგილე  (ვიცე -მერი)                                                                                                 დ . ნინიძე