დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ფილიპინების რესპუბლიკის საგარეო საქმეთა დეპარტამენტს შორის პოლიტიკური კონსულტაციების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/11/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111202003, 07/12/2011 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 24/11/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016065 |
ურთიერთგაგების მემორანდუმი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ფილიპინების რესპუბლიკის საგარეო საქმეთა დეპარტამენტს შორის პოლიტიკური კონსულტაციების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ფილიპინების რესპუბლიკის საგარეო საქმეთა დეპარტამენტმა (შემდგომში “მონაწილეებად” წოდებულებმა),
ხელმძღვანელობენ რა სუვერენიტეტის და თანასწორობის პატივისცემისა და შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების შესაბამისად,
ითვალისწინებენ რა პოლიტიკური კონსულტაციებისა და საერთო ინტერესის ორმხრივ, რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე აზრთა გაზიარების სარგებლიანობას და მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შემდგომი ხელშეწყობის კუთხით,
მიაღწიეს შემდეგ ურთიერთგაგებას:
მუხლი 1
მონაწილეები, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ორმხრივი ურთიერთობების გადასინჯვისა და საერთო ინტერესის რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე აზრთა ურთიერთგაცვლის მიზნით, პოლიტიკური კონსულტაციების ჩასატარებლად, უზრუნველყოფენ რეგულარული შეხვედრების ორგანიზებას.
მუხლი 2
შეხვედრები გაიმართება თბილისსა და მანილაში მონაცვლეობით. დელეგაციის დონე, შეხვედრების თარიღები და დღის წესრიგი დადგინდება დიპლომატიური არხების საშუალებით.
კონსულტაციები აგრეთვე შეიძლება გაიმართოს მესამე სახელმწიფოში იქ არსებულ მათ დიპლომატიურ წარმომადგენლებს შორის, ისევე როგორც საერთაშორისო კონფერენციებისა და შეხვედრის არსებობის შემთხვევაში, რომლებსაც ორივე მონაწილეები ესწრებიან. ამგვარი საერთაშორისო კონფერენციებისა და შეხვედრების განმავლობაში, მონაწილეები გამონახავენ შესაძლებლობას ითანამშრომლონ ორი სახელმწიფოსთვის საერთო ინტერესის მქონე საკითხებზე და კოორდინირება გაუწიონ მათ.
მუხლი 3
მონაწილეებს შეუძლიათ ერთობლივი შეთანხმებით შექმნან სამუშაო ჯგუფები ან ექსპერტთა ჯგუფები განსაკუთრებული საკითხების შესწავლის მიზნით. საჭიროების შემთხვევაში, მხარეებს შეუძლიათ ასეთ სამუშაო ჯგუფებში მიიწვიონ სხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ან მესამე მხარეთა წარმომადგენლები.
მუხლი 4
მონაწილეთა შეთანხმებით აღნიშნულ ურთიერთგაგების მემორანდუმში შეიძლება შევიდეს შესწორებები. ამგვარი შესწორებები ძალაში შევა ძალაში შესვლის დებულების შესაბამისად.
მუხლი 5
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შევა მისი ხელმოწერის დღეს და ძალაში დარჩება ხუთი (5) წლის განმავლობაში, რის შემდეგაც ის ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი 1 (ერთ) წლიანი ვადებით, ვიდრე არ შეწყდება მონაწილის მიერ.
შესრულებულია ქ. მანილაში, 2011 წლის 24 ნოემბერს, ორ დედნად თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
| საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით _______________________ ხელმოწერილია | ფილიპინების რესპუბლიკის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის სახელით ________________________ ხელმოწერილია |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები