დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/12584-11 |
| დოკუმენტის მიმღები | თბილისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 24/11/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111201026, 02/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ
24 ნოემბერი 2011 წელი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი
განმცხადებელი: შპს „ორიონი”
დირექტორი: მ. ლაცაბიძე
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოება
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,ორიონის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2011 წლის 7 ნოემბერს განცხადებით მიმართა შპს „ორიონის“ დირექტორმა მ. ლაცაბიძემ და მოითხოვა საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.
2011 წლის 14 ნოემბრის განჩინებით განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და განმცხადებელს განესაზღვრა ვადა მის შესავსებად.
2011 წლის 15 ნოემბერს სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს „ორიონის“ დირექტორმა მ. ლაცაბიძემ, დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება. 2011 წლის 17 ნოემბრის განჩინებით განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაუგრძელდა 5 სამუშაო დღით.
2011 წლის 18 ნოემბერს სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს „ორიონის“ დირექტორმა და წარმოადგინა დამატებითი მტკიცებულებები.
სასამართლო გაეცნო განცხადებას და თანდართულ მასალებს, მიაჩნია, რომ იგი აკმაყოფილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და მიღებული უნდა იქნეს სასამართლოს წარმოებაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-20, 21-ე, 25-ე, 26-ე და 29-ე მუხლებით
დაადგინა:
1. შპს ,,ორიონის“ განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნეს სასამართლოს წარმოებაში.
2. მეურვედ დაინიშოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ აღსრულების ეროვნული ბიურო.
3. აეკრძალოს შპს ,,ორიონს“ ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.
4. შეჩერდეს შპს ,,ორიონის“ მიმართ იძულებითი აღსრულება.
5. გენმარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია: შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან; დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
6. განემარტოს შპს „ორიონის“, რომ იგი ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ; მასვე განემარტოს, რომ ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა გამოწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
7. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილი არიან განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან 30 დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს და მეურვეს თავისი მოთხოვნები შპს ,,ორიონის“ მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად;
8. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2012 წლის 12 იანვარს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, დარბაზი №21);
9. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებ. გვერდზე.
10. განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივარი განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე ლ. ქოჩიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები