,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 776
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 30/11/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111201020, 01/12/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 29/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 010240080.08.002.016369
  • Word
776
30/11/2011
ვებგვერდი, 111201020, 01/12/2011
010240080.08.002.016369
,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 776

 2011 წლის 30 ნოემბერი

 ქ. თბილისი

,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 1997 წ., №2, გვ. 41) დამტკიცებულ ,,სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ცნობათა ნუსხს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის 4.3 პუნქტი:

,,4.3. ცნობები საქართველოს საგარეო და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ღონისძიებების შესახებ, რომელთა გამჟღავნებას ან დაკარგვას შეუძლია ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროში.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი